რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადაუტიზმის გავრცელება ბოლო წლებში დასტაბილურდა
აშშ-ში ჩატარებული უკანასკნელი კვლევით აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) პრევალენტობა (გავრცელების სიხშირე) ბავშვებსა და მოზარდებში დასტაბილურდა.
კვლევა, რომელიც იყო ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ინტერვიუირება – National Health Interview Survey (NHIS) – გამოქვეყნდა JAMA-ს (ამერიკის ექიმთა ასოციაციის ჟურნალის) ფსიქიატრიის 2018 წლის იანვრის ნომერში.
2014-2016 წლებში გამოიკითხა შემთხვევითი შერჩეული ის ოჯახები, რომლებსაც ჰყავდათ 3-დან 17 წლის ასაკის ბავშვი. ამ ოჯახების 30,502 ბავშვიდან 711-ს აღმოაჩდა ასა-ს დიაგნოზი (2,33%).
2014-2016 წლებში ასა-ს საშუალო პრევალენტობა იყო 2.24-2.58% და ამ 3 წელიწადში არ მომხდარა სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მატება.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მიანიშნებს გარკვეულ ტენდენციაზე, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 3 წლიანი პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა და საჭიროა უფრო ხანგრძლივი დროით დაკვირვება.
| წელი | აუტიზმის პრევალენტობა (სანდოობის ინტერვალი) |
| 2014 | 2.24% (1.89% to 2.59%) |
| 2015 | 2.41% (1.98% to 2.84%) |
| 2016 | 2.58% (2.14% to 3.01%) |
ასევე, სიხშირე ბიჭებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე გოგონებში (3.54% და 1.22%) და უფრო დაბალი – ლათინო-ამერიკელებში (1.78%), ვიდრე არალათინო-ამერიკელ თეთრკანიანებსა (2.71%) და არალათინო-ამერიკელ შავკანიანებში (2.36%).
წინა წლებში ჩატარებული კვლევებით ფიქსირდებოდა პრევალენტობის დრამატული მატება უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში. აუტიზმისა და განვითარებითი შეზღუდული შესაძლებლობების მონიტორინგის ქსელის [Autism and Developmental Disabilities Monitoring (ADDM) Network] მიერ ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა ასა-ს პრევალენტობის პლატო 2012 წელს 1.46%-ზე 2000 წლიდან (0.67%) 2010 წლამდე მნიშვნელოვანი მატების (1.47%) შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი კვლევის შედარება მეთოდოლოგიური განსხვავების გამო არასწორია, მაინც ორივე კვლევით შეინიშნება ერთგვარი პლატო აუტიზმის პრევალენტობაში.
აღსანიშნავია, რომ ADDM-კვლევა ეფუძნებოდა 8 წლის ასაკის ბავშვების კლინიკურ მონაცემებს, რომელიც ამოღებული იქნა წინასწარ შერჩეული ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო 11 დაწესებულებიდან, ხოლო NHIS-კვლევა იყო ეროვნული კვლევა და ეფუძნებოდა მშობლების გამოკითხვას ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესახებ.
წყარო: https://jamanetwork.com/journals/jama/article-abstract/2667712







