
მუსიკათერაპია
მუსიკალური თერაპია არის კლინიკური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მუსიკალური პროცესი, რომელიც გამოყენება თერაპიული ურთიერთობის ფარგლებში ინდივიდუალური მიზნების მისაღწევად. ეს არის უნიკალური საშუალება, დაამყარო ადამიანთან კონტაქტი საუბრისა გარეშეც, ეს კი მოახდინო მუსიკის, ხმებისა და ინსტრუმენტების საშუალებით.
ჩვენ მუსიკის დახმარებით ვცდილობთ ადამიანის ნდობის მოპოვებას, რადგანაც ნდობისა და პატივისცემის გაჩენის შემდეგ პრობლემებზე და შეზღუდულ შესაძლებლობებზე მუშაობა გაცილებით იოლია. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანის ძლიერ მხარეებზე და აქცენტს არ ვაკეთებთ რომელილმე სახის შეზღუდულ შესაძლებლობაზე, რამდენადაც, განვითარებული შესაძლებლობების წინ წამოწევა და განმტკიცება ამაღლებს ადამიანის თვითშეფასებას, ხოლო ამაღლებული წარმოდგენა საკუთარ თავზე დადებითად მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობების განვითარებაზე. ასეთი ჰუმანური მიდგომა ხშირია თანამედროვე მეთოდებში, მათ შორის მუსიკათერაპიაში.
მუსიკათერაპიაში ყველა მოქმედება თავისუფლების განცდას და სიამოვნებას უნდა იწვევდეს. თუმცა, აქ არსებობს განსაზღვრული წესები, რასაც ნებისმიერი თერაპიის მიმღები ითვალისწინებს. ამიტომ ყოველი საინტერესო სავარჯიშო თუ სასიამოვნო ქმედება, ამ წესების უმტკივნეულოდ დაცვას ემსახურება.
მუსიკათერაპიაში არსებობს ორი მიმართულება: პასიური და აქტიური
პასიური ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე უკვე არსებობდა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
აქტიურირი თერაპია დაახლოებით 100 წელია რაც გაჩნდა და ამ პროცესში თერაპევტი და ბენეფიციარი ერთნაირად არიან ჩართულები, ერთად ქმნიან, მუზიცირებენ. ინტერაქტიული მუსიკალური პროცესი - ასეც მოიხსენიებენ აქტიურ მუსიკათერაპიას
- მუსიკათერაპია ემყარება რწმენას, რომ ყველას აქვს მუსიკისადმი მგრძნობელობა, ასევე ყველა ადამიანშია პატარა ხელოვანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის.
- ბენეფიციარები თერაპევტებთან ერთად იღებენ აქტიურ როლს მუსიკის შექმნაში.
- მუსიკა, რიტმი, ხმებით თამაში ხდება ბენეფიციარებთან ერთად და არა მათთვის.
- აქტიური მუსიკათერაპიის მეთოდები ეფუძნება ტექნიკას, რომელიც საშუალებას აძლევს ყველაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსაც კი გახდნენ აქტიური და წარმატებული მონაწილე პროცესის.
- ამ ურთიერთქმედების საშუალებით თერაპევტები მხარს უჭერენ და აძლიერებენ ბენეფიციარების ექსპრესიულ უნარებს
მუსიკათერაპიის სერვისი ჩვენ ცენტრში არსებობს 2019 წლიდან, იგი მოიცავს როგორც პასიურ - ისე აქტიურ თერაპიულ პროცესს.
ჩვენ ცენტრში მუსიკათერაპიის სხვადასხვა მეთოდით მიდის მუშაობა, ესენია:
- ნორდოფ-რობინსი
- კარლ ორფი
- დალკროზის ევრითმია
- Fusion-Arts
- სხვადასხვა თერაპიული მიდგომებიდან ტექნიკებისა და ელემენტების შერწყმას, ბენეფიციარის საჭროებიდან გამომდინარე.
თერაპიული პროცესი იგეგმება ინდივიდუალური საჭიროებებისა და მიდგომების მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია როგორც მისი ზოგადი, ისე საერთო მდგომარეობა.
ხანდახან ხდება ისეც, რომ აქტიური თერაპიის პროცესში, საჭროება ხდება პასიური თერაპიის ჩართვა, ასევე იშვიათად მაგრამ შესაძლებელია ამ ორი მიდგომის გაერთიანებაც.
მუსიკა თერაპია ემსახურება ადამიანებისთვის საჭირო ყოველდღიური უნარების შეძენა-შენარჩუნებას და ამით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
მას შეუძლია გაუმჯობესება როგორც სმენის, აკადემიური უნარებია და კოგნიტური სფეროსი, ასევე ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების. გარდა ამისა მუშაობს ზოგადად მეხსიერებაზე - როგორც აუდიო, ისე მუსიკალურ, თვალითი და კოგნიტური მეხსიერების გაუმჯობესებაზე.
მუსიკათერაპია ეხმარება სოციალური კომპეტენციის გაუმჯობესებას, ემოციების ვენტილაციასა და მათ რეგულაციაში, თვითშეფასების ამაღლებას, ემოციების გამოხატვასა და ვერბალიზაციაში, იმიტაციასა და იმპროვიზაციის უნარის გამომუშავებაში, ასევე მოსმენასა და შეფასებაში.
მუსიკათერაპიის მთავარი მიზანი არ არის მუსიკის სწავლა ან დაკვრის შესწავლა, არამედ მუსიკისა და მუსიკალური ინსტუმენტების საშუალებით ურთიერთობა, იმ რესურსების წინ წამოწევა, რაც ბენეფიციარს გააჩნია.