სერვისები

მშობლით გაშუალებული თერაპია

მშობლით გაშუალებული თერაპია

მშობელი ბავშვის სირთულეების დაძლევასა და მართვაში ბავშვის ძირითადი საყრდენი და დამხმარეა. შესაბამისად, მშობლის გაძლიერება და თერაპიულ სერვისში ჩართვა პირველი რიგის საშუალებად ითვლება. მშობლის ფსიქოგანათლება, ბავშვის ადვოკატირებისათვის მომზადება, ქცევის მართვის სტრატეგიების დაუფლება და ემოციური სტაბილურობა, ის ფაქტორებია, რომლებიც მშობელს დაეხმარება იყოს ბავშვის ეფექტური მხარდამჭერი და ეფექტურად გაუმკლავდეს წარმოქმნილ სირთულეებს. 

 

მშობლით გაშუალებული თერაპია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მართვის პროცესში

 

რატომ არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე 12 წლამდე ბავშვების თერაპიული სერვისი მიმართული მშობელზე?

 

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც იწყება დაბადებიდან და გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. 12 წლის ასაკამდე ამ სინდრომის მქონე ბავშვი მშობლების მხრიდან საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, მხარდაჭერასა და დახმარებას.

 

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპეტაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვს ამ დიაგნოზისთვის დამახასითებელი ნიშნების გარდა შესაძლოა ჰქონდეს სირთულეები სწავლაში, კომუნიკაციაში, თვითმოვლის ჩვევების ათვისებაში, თანატოლებთან ურთიერთობაში და ქცევაში.

 

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვის ბრაზის მართვის სირთულე, სწრაფი გაღიზიანებადობა, თვითკონტროლის შეუძლებლობა და აღზრდის პროცესში გამოყენებული არასწორი მეთოდები იწვევს ქცევის კიდევ უფრო გართულებას და კიდევ უფრო აძნელებს წესების დაცვას.

 

  • მშობლის მხრიდან გამოყენებული დაუგეგმავი და არათანმიმდევრული აღზრდის მეთოდები იწვევს კონფლიქტს. ბავშვის ქცევა უარესდება, იქმნება სტრესული გარემო როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისათვის. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბავშვს გარემოსთან ადაპტაციაში უშლის ხელს.

 

მშობლით გაშუალებული თერაპია ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის დროს

 

რატომ არის ოპოზიციურ-გამომწცევის ქცევითი აშლილობის მქონე 12 წლამდე ბავშვების თერაპიული სერვისი მიმართული მშობელზე?

 

  • ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა არის მდგომარეობა, რომელიც ყალიბდება გარემოს გავლენით, მშობლების და აღზრდაში ჩართული უფროსი ასაკის ადამიანების არათანმიმდევრული აღზრდის სტილის შედეგად. 12 წლის ასაკამდე ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვი მშობლების თუ პედაგოგების მხრიდან საჭიროებს თანმიმდევრულ, ასაკის შესაბამის და ორგანიზებულ გარემოს, სადაც ის შეძლებს სირთულეების დაძლევას და ჰარმონიულ განვითარებას.

 

  • ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვს ამ დიაგნოზისთვის დამახასითებელი ნიშნების გარდა შესაძლოა ჰქონდეს სირთულეები სახლის და სკოლის გარემოში, უძნელდებოდეს მეცადინეობის პროცესის ორგანიზება, ნაკლებ ყურადღებას უთმობდეს თვითმოვლის ჩვევების განვითარებას და თავს არიდებდეს მშობლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციების შესრულებას.

 

  • მშობლის მხრიდან გამოყენებული დაუგეგმავი და არათანმიმდევრული აღზრდის მეთოდები ამ შემთხვევებშიც იწვევს კონფლიქტს. ბავშვის ქცევა უარესდება, იქმნება სტრესული გარემო როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისათვის. ეს კი, თავის მხრივ ბავშვს გარემოსთან ადაპტაციაში უშლის ხელს.

 

მშობლით გაშუალებული თერაპია შფოთვითი აშლილობების მართვის დროს

 

რატომ არის შფოთვითი აშლილობების მართვის პროცესში ჩართული ბავშვის მშობელი? 

 

  • შფოთვა არის მომავალზე მიმართული შიში და მომავალი საფრთხის მოლოდინი. შფოთვა იწვევს კუნთების დაძაბულობას და მომავალ საფრთხესთან მომზადების რეაქციას, თავის არიდების ან განრიდების ქცევას. შფოთვა არის ემოცია, რომელიც გვეუფლება მაშინ, როდესაც რაღაცაზე ვღელავთ ან გვეშინია. მცირე დოზით ნერვიულობა და შიში ბავშვს ეხმარება უსაფრთხოების შენარჩუნებაში და იცავს რისკისაგან, მაგრამ ძლიერი ან დროში გახანგრძლივბული შფოთვა ხელს უშლის სასიამოვნო ან მნიშვნელოვან საქმიანობის შესრულებაში.

 

  • ბავშვთა ასაკის შფოთვით აშლილობებს გარკვეული თავისებურები ახასიათებს. მშობლის შფოთვა გავლენას ახდენს ბავშვის შფოთვის განვითარებაზე. ბავშვი აკვირდება მშობლის ვერბალურ თუ არავერბალურ მანიშნებლებს, როდესაც ის შფოთავს, რადგან ბავშვი მშობლის ემოციური რეაგირებით აფასებს გარემოს. ბავშვის შფოთვაზე ასევე გავლენას ახდენს ჰიპერმზრუნველი, ზედმეტად მომთხოვნი ან ზედმეტად მკაცრი აღზრდის სტილი.

 

  • შფოთვა ნარჩუნდება და დროში ხანგრძლივდება იმ რეაგირების მიხედვით, რასაც მშობლები იჩენენ ბავშვის მიერ გამოვლენილი შფოთვითი ქცევის პასუხად. ბავშვის შფოთვით ქცევაზე ხშირად მშობლების და უფროსი ადამიანების რეაგირებას აქვს განმამტკიცებლის ეფექტი.

 

  • მშობლის მხრიდან გამოყენებული დაუგეგმავი და არათანმიმდევრული რეაგირება აძლიერებს ან დროში ახანგრძლივებს და ინარჩუნებს შფოთვას.  იქმნება სტრესული გარემო როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისათვის, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბავშვს გარემოსთან ადაპტაციაში უშლის ხელს.

 

რას მოიცავს მშობლით გაშუალებული თერაპიული სერვისი?

 

  • მშობლის ფსიქოგანათლებას ბავშვის დიაგნოზის, შესაძლებლობების, ასაკობრივი თავისებურებების და საჭიროებების შესახებ.

 

  • მშობლის მიერ ბავშვის ქცევის მართვის ტექნიკების დაუფლებას.

 

  • მშობლის ჩივილებსა და ბავშვის საჭირეობებზე მორგებული წერილობითი რეკომენდაციების მიწოდებას.

 

  • მშობლის ინფორმირებას, რათა მან შეძლოს ბავშვის საჭიროებეზე მორგებული გარემოს ეფექტურად ორგანიზება.

 

  • მშობლის მოლოდინების გაცნობა და მათი რეალობასთან შესაბამისობაში მოდიფიცირება.

 

  • მშობლის ემოციური მდგომაროების გაცნობა და დახმარება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.