სერვისები

ქცევითი (ABA) თერაპია

ქცევითი (ABA) თერაპია

ქცევითი თერაპია არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც იყენებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს და მისი მიზანია სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის დასწავლა მის წინაპირობასა და შედეგზე მანიპულირებით.

 

თერაპია ხორციელდება ინდივიდის ქცევაზე დაკვირვებით, შეფასებით და მონაცემების გაანალიზებით, რომლის საფუძველზეც ხდება განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენა და მისი განხორციელება. მუშაობა მიმართულია როგორც საჭირო უნარების (მაგ. კომუნიკაცია, სოციალური და ფუნქციური უნარები) განვითარებაზე, შენარჩუნებასა და განზოგადებაზე, ასევე, ხელისშემშლელი ქცევის მართვაზე. 

 

ქცევითი თერაპია ტარდება პირის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ერთი-ერთზე და/ან ჯგუფურად, სხვადასხვა გარემოში (ცენტრი, სახლი, ბაღი/სკოლა, ტრანსპორტი და ა.შ.) და მისი მთავარი მიზანია ინდივიდის ყოველდღიური ფუნქციონირების ხარისხის გაზრდა.