სერვისები

დენვერის ადრეული განვითარების მოდელი

დენვერის ადრეული განვითარების მოდელი

დენვერის ადრეული განვითარების მიდგომა მიჰყვება ბავშვის ინტერესებსა და გატაცებებს და უზრუნველყოფს მისთვის სივრცეს კომუნიკაციისა და ინტერაქციისათვის. მოდელის ამოცანაა, წაახალისოს აუტიზმის სპექტრის ან განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი, გახდეს თავისი სამყაროს აქტიური მონაწილე. 

 

დენვერის მოდელი ხელს უწყობს ბავშვების ქცევის სპონტანურ გამოვლინებას და ინიციატივას, წამოიწყონ კომუნიკაცია და ჩაერთონ ურთიერთობაში. დენვერის მოდელით მუშაობა იწყება ბავშვის სოციალური ინტერაქციის წინ წამოწევით - ის უზრუნველყოფს დადებით ბიძგს, მასტიმულირებელ გარემოს, დაჯილდოვებასა და ბავშვის ინიციატივის გაზრდას და ეხმარება მშობლებსა თუ სხვა პარტნიორებს, მოახდინონ ბავშვის მინიშნებების ინტერპრეტაცია და განაგრძონ ინტერაქცია. 

 

მუშაობის დროს აქცენტი კეთდება დადებით ემოციურ გამოხატულებაზე, სენსორულ სოციალური რუტინების გამოყენებაზე სოციალური ინიციატივის გასავითარებლად და ასევე მეტყველების ბუნებრივი ჟესტებით განვითარებაზე. ის უზრუნველყოფს აქტივობებისა და სასწავლო მიზნების ამომწურავ და დეტალურ პროგრამებს, რომლებიც შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ გარემოში. ეს ამ მიდგომის კიდევ ერთი ძლიერი მხარეა.

 

მოდელის განსახორციელებლად განსაკუთრებული გარემო არ არის საჭირო. ის შექმნილია იმგვარად, რომ გამოყენებულ იქნას მშობლების, მასწავლებლებისა თუ თერაპევტების მიერ, სახლში, საბავშვო ბაღში, თუ კლინიკურ დაწესებულებაში - ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოზრდილები ბავშვებთან ურთიერთობენ. 

 

დენვერის მოდელის ზოგიერთი მახასიათებელი იზიარებს ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებულ მიდგომებს. ის გამოიყენება 12-60 თვის ბავშვებთან. 

 

თერაპიული სესიები შესაძლებელია ჩატარდეს ცენტრში, შინ ან დისტანციურად (ონლაინ), ტელეინტერვენციის პრინციპების გამოყენებით.