
სენსორული თერაპია
სენსორულ სტიმულთა გადამუშავება რთული ნეიროფსიქოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ჩვენი ნერვული სისტემა იღებს ინფორმაციას პერიფერიული ნერვული სისტემიდან და ჩვენი გრძნობათა ორგანოდან, შემდეგ ამუშავებს ამ მიღებულ ინფორმაციას და იძლევა ადაპტაციურ პასუხს.
სენსორული ინტეგრაციის თერაპია (სენსორული თერაპია) გამოიყენება სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის, განვითარების ან ქცევის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თერაპიულ პროცესში გამოიყენება სპეციალური მოწყობილობები და აქტივობების სხვადასხვა ჯგუფი, რომლის საშუალებითაც უმჯობესთება სენსორული სისტემის ფუნქცია.