ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) თუ თვ...
სრულადრატომ არის აუცილებელი მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში?
ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკური სირთულეები არასდროს არის ცალმხრივი. სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკისას ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა უალტერნატივოა — ის აერთიანებს ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და გარემო ფაქტორებს.
სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდი: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, აკადემიური თერაპევტი და სხვა ის სპეციალისტი, რისი საჭიროებასაც ფსიქიატრი, როგორც შემთხვევის მენეჯერი, განსაზღვრავს.
❌ერთი სპეციალისტი ხედავს პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს.
გუნდური მუშაობა კი გამორიცხავს შეცდომებს, იკვლევს ბავშვისა და მოზარდის ცხოვრების ყველა ასპექტს და ქმნის მკურნალობის ზუსტ, ინდივიდუალურ გეგმას.
დროული და კომპლექსური დიაგნოსტიკა ბავშვის ჯანსაღი მომავლის საწინდარია!
#ბავშვთაფსიქიკურიჯანმრთელობა #მულტიდისციპლინურიგუნდი #მენტალურიჯანმრთელობა #ცნობადობისამაღლება






