სერვისები

ფიზიკური თერაპია

ფიზიკური თერაპია

ფიზიკური თერაპია არის მკურნალობის მეთოდი,რომელიც გულისხმობს წინასწარ დაგეგმილი ვარჯიშების კომპლექსს,რომლის მიზანია შეზღუდული ან დაკარგული ფიზიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება ან შენარჩუნება.

 

სამკურნალო სავარჯიშო პროგრამები არის ინდივიდუალური და მორგებულია კონკრეტული პირის ინდივიდუალურ საჭიროებაზე. 

 

ფიზიკური თერაპიის მიზანია: ფიზიკური ფუნქციის და მოძრაობების გაუმჯობესება, ტკივილის შემცირება, ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვის ან გაუარესების პრევენცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 

სამკურნალო სავარჯიშო ინტერვენციების ტიპები:

  • აერობული ვარჯიშები
  • ვარჯიშები კუნთებზე (ძალა, სიმძლავრე, ძალის გამძლეობა)
  • გაწელვების ტექნიკები
  • სახსრების მობილიზაცია/მანიპულაციის ტექნიკები
  • ნეირომუსკულარული კონტროლი
  • სხეულის პოზის სტაბილიზაციის ვარჯიშები
  • ვარჯიშები ბალანსსა და სისხარტეზე
  • ვარჯიშები რელაქსაციაზე
  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • სპეციფიკურ დავალებაზე ორიენტირებული ვარჯიშები