ენისა და მეტყველების თერაპია
ენისა და მეტყველების თერაპევტი მუშაობს 0-დან 18 წლამდე ბავშვებთან და მოზარდებთან, რომელთაც აქვთ სირთულეები შემდეგ სფეროებში:
- კომუნიკაციის – როდესაც ბავშვს ან მოზარდს უჭირს საკუთარი აზრების და ფიქრების გამოხატვა, თანატოლებთან ურთიერთობა და თამაში, პირადი სივრცის და ემოციების გაზიარება.
- რეცეფტული ენის - რაც გულისხმობს მოსმენასა და მოსმენილის გაგებას;
- ექსპრესული ენის - რაც მოიცავს ცალკეული სიტყვებისა და წინადადებების წარმოებას, რამდენად შეუძლია უკვე აღქმულის გადმოცემა.
- მეტყველების – როცა არის ბგერების წარმოთქმის სირთულე, მეტყველება რთულად გასაგებია, არის საარტიკულაციო აპარატის მოტორული სირთულეები, ჰიპერსალივაცია.
- კვების – კვებასთან (ღეჭვა-ყლაპვასთან) დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები.
მეტყველების თერაპევტი აფასებს, გეგმავს და წარმართავს თერაპიის პროცესს.