სერვისები

ფსიქოდიაგნოსტიკა

ფსიქოდიაგნოსტიკა

ფსიქოდიაგნოსტიკური მომსახურება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებას და დიაგნოსტიკას. გუნდის ლიდერია ექიმი ფსიქიატრი, რომელიც  ბავშვის საჭიროების მიხედვით ნიშნავს კვლევებს და/ან სხვა სპეციალისტების კონსულტაციებს. გუნდის შეჯერებული მოსაზრება განსაზღვრავს საბოლოო დიაგნოზს და თერაპიულ რეკომენდაციებს. დიაგნოზის, საჭირო თერაპიების და სხვა რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია გაიცემა როგორც სიტყვიერად (შემაჯამებელ შეხვედრაზე), ასევე წერილობით (ექიმი გასცემს ფორმა № IV – 100/ა-ს).

 

ცენტრში გამოყენებული სკრინინგული და სადიაგნოსტიკო ტესტები:

  • ასაკისა და ეტაპების კითხვარი (0-6 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების სკრინინგული შეფასება - ASQ-3 და ASQ:SE);
  • მენტალური ჯანმრთელობის სკრინინგი ძლიერი და სუსტი მხარეების კითხვარით (SDQ);
  • აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარი ადრეული ასაკის ბავშვებისთვის (M-CHAT)
  • აუტიზმის სპექტრის სკრინინგული კითხვარი (ASSQ);
  • აუტიზმის დიაგნოსტიკური დაკვირვების სქემა (ADOS-2), რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ბავშვის შეფასება 12 თვის ასაკიდან;
  • აუტიზმის დიაგნოსტიკური ინტერვიუ (ADI-R), ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ მშობელთან;
  • ადაპტური ქცევის შეფასების ვაინლანდის სკალა (Vineland - II)
  • ინტელექტისა და კოგნიტური უნარების შეფასება ლეიტერისა და ვექსლერის სკალებით:  ლეიტერის საერთაშორისო სკალა – Leiter-3 (3 წ მეტი ასაკის არავერბალი პირებისთვის)
  • ვექსლერის სკოლამდელი და პირველადი ინტელექტის სკალა – WPPSI-IV (2.6 წლიდან 7.7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის)
  • ვექსლერის ინტელექტის სკალა ბავშვებისთვის – WISC-V (6.0 წლიდან 16.11 წლამდე ბავშვების და მოზარდებისთვის);
  • სასკოლო მზაობის შეფასება;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის შეფასება კონერსის ტესტით (Conners 3™).
  • აფექტური მდგომარეობების შეფასება ბავშვთა აფექტური აშლილობებისა და შიზოფრენიის სქემის აწმყო და წარსული ვერსიით (Schedule for Affective Disorders and Schizophrenia for School-Age Children–Present and Lifetime Version – K-SASD-PL)

შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია: 

  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრის
  • ფსიქოლოგის
  • ქცევითი თერაპევტის
  • ფსიქოთერაპევტის  (ბავშვები, ზრდასრულები)
  • აკადემიური თერაპევტის
  • ენისა და მეტყველების თერაპევტის
  • დენვერის ადრეული ჩარევის თერაპევტის
  • სენსორული თერაპევტის
  • ფიზიკური თერაპევტის
  • მუსიკა თერაპევტის
  • ხელოვნების თერაპევტის
  • ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის