მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა არის მულტიდისციპლინურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გთავაზობთ სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების, ქცევის და გონებრივი განვითარების პრობლემების მქონე ბავშვებისა და ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოზარდებისა და ზრდასრულების შეფასებას, კონსულტაციას, დიაგნოსტიკას და მართვას.
კონსულტაციაზე ან კვლევაზე ჩასაწერად დარეკეთ:
თბილისში - 558999985
ბათუმში - 514999494
გამმაში შესაძლებელია ისეთი დარღვევებისა და მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა:
- ნეიროგანვითარებითი დარღვევები:
- აუტიზმი და აუტიზმის სპექტრის აშლილობები
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევები
- სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული სპეციფიკური აშლილობანი:
- კითხვის სპეციფიკური აშლილობა
- მართლწერის სპეციფიკური დარღვევები
- არითმეტიკულ მოქმედებათა წარმოების (თვლის) სპეციფიკური აშლილობა
- დასწავლის სირთულეები და სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა
- ქცევის ჰიპერკინეტიკული აშლილობა (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი)
- ტიკები და ტურეტის სინდრომი
- შფოთვა და შფოთვითი აშლილობანი
- ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა
- სხვადასხვა ქცევითი და ემოციური აშლილობანი განვითარებული ბავშვებსა და მოზარდებში.
მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც ფიზიკური ჯანმრთელობა. ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც სჭირდება დროული და სწორი მკურნალობა, რის გარეშეც ბავშვს შეიძლება სირთულეები შეექნმას შინ, სკოლაში ან მეგობრებთან ურთერთობისას. ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ბავშვის განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებაზე, ეს სირთულეები შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც და აისახოს როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ყოველწლიურად, 17 წლამდე ასაკის ყოველ მე-5 ბავშვს ან მოზარდს უდგინდება მენტალური ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა.
მოგვმართეთ დროულად და ანდეთ თქვენი და თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენ გუნდს. თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია.