სერვისები

აკადემიური თერაპია

აკადემიური თერაპია

აკადემიური თერაპია გულისხმობს ბავშვის აკადემიური, კოგნიტური და სოციალურ-კომუნიკაციური უნარების შეფასებას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას წინა სასკოლო და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. თერაპია ტარდება სწავლის სირთულის მქონე ბავშვებთან სხვადასხვა მდგომარეობის დროს, კერძოდ: დასწავლის სირთულე/დისლექსია, ინტელექტუალური ფუნქციონირების დარღვევა, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ასევე, სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული აკადემიური სირთულეების დროს. 

 

თერაპიის პროცესში სპეციალისტი მუშაობს წინა აკადემიურ და  ბაზისურ აკადემიურ უნარებზე, როგორიცაა: კითხვა/წაკითხულის გაგება, წერა, თხრობა, არითმეტიკული უნარები. ასევე, სწავლის პროცესის ხელშემწყობ უნარებზე: დროის მენეჯმენტი, მოტივაცია, კრიტიკული აზროვნება,  რესურსების ორგანიზება, ჯგუფში მუშაობის უნარები.

 

აკადემიური თერაპია შეიძლება მიმდინარეობდეს ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად, საჭიროების მიხედვით. 

 

ქეისის/შემთხვევის მართვის პროცესში აკადემიური თერაპევტი თანამშრომლობს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან.