სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

1196


რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს?


რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

გახანგრძლივებულმა კოვიდპანდემიამ და სტრესულმა გარემომ გამოიწვია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში უკვე შესაძლებელია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სერვისის მიღება ზრდასრულებისა და 14 წელზე მეტი ასაკის მოზარდებისთვის.

რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია?

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომელიც გამოიყენება ფსიქოლოგიური სირთულეების დასაძლევად. კლიენტი და თერაპევტი ერთობლივად საზღვრავენ თერაპიის მიზანს.

(სიტყვა „კოგნიტური“ ნიშნავს შემეცნებითს, ხოლო „ბიჰევიორული“ – ქცევითს. ვინაიდან მეთოდი ინგლისურენოვან ქვეყანაში შეიქმნა, ტერმინიც ასევე დამკვიდრდა სხვა ქვეყნებში. თერაპიის სახელი მიანიშნებს შემეცნებისა და ქცევის ურთიერთზეგავლენაზე და თერაპიული მიზნისთვის ამ ზეგავლენის გამოყენებაზე.)

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციისა (APA), ასევე ბრიტანეთის ჯანდაცვისა და კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის (NICA) მოწოდებულ მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებში ის განხილულია როგორც ეფექტური (მტკიცებულებებზე დაფუძნებული) და შედეგზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული მიდგომა.

რა შემთხვევაშია ეფექტური?

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ეფექტური სამკურნალო მეთოდია ისეთი ფსიქოლოგიური სირთულეების დროს როგორიცაა:
• დეპრესია
• სოციალური შფოთვა
• გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
• ობსესიურ – კომპულსიური აშლილობა
• იპოქონდრია (დაავადების არსებობაზე შფოთვა)
• კვებითი აშლილობები
• პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობა

საშუალოდ რამდენი სესიაა საკმარისი?

თერაპია მიმდინარეობს კონკრეტული ფსიქოლოგიური სირთულისთვის შექმნილი სპეციფიკური მოდელის მიხედვით. ეს მოდელი მოიცავს სეანსების განსაზღვრულ რაოდენობას და არ გრძელდება უვადოდ. სესიების რაოდენობაზე ზეგავლენას ახდენს კლიენტის ცხოვრების სტილი, თანმხლები დარღვევები, პიროვნულ მახასიათებლები და სოციალური მხარდაჭერის არსებობა/არარსებობა. საშუალოდ თერაპიული სეანსების რაოდენობა მერყეობს 10-15 სესიის ფარგლებში.

რა სიხშირით ტარდება თერაპიული სესია?

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სესიები დროში ლიმიტირებულია, თერაპიული შეხვედრები კი – სტრუქტურირებული. თერაპიულ შეხვედრებს ეთმობა ერთი საათი კვირაში ერთხელ.

ვინ უნდა მოგვმართოს?
ყველამ იმ პირმა, ვინც არის 14 წლის და მეტის (ასაკობრივი ზედა ზღვარი არ არსებობს) და აქვს:
– შფოთვა
– დაქვეითებული გუნება-განწყობა
– კონცენტრაციის დაქვეითება
– სტრესული მოვლენების გახსენების სირთულე
– უარყოფითი შინაარსის ფიქრები
– აკვიატებული რიტუალები
– ძილის პრობლემები
– ინტერსების დაკარგვა
– კუნთების დაძაბულობა და ტკივილი
– გაღიზიანებადობა
– სოციალურ სიტუაციაში ყურადღების ცენტრში მოხვედრის შიში
– თვითშეფასების დაქვეითება
– თვითდაზიანების იდეები

ფსიქოთერაპევტ ბესო ჭიღვარიასთან ჩასაწერად დაგვირეკეთ: 558999985.

ბოლო ჩანაწერები