თბილისი, პატარძეულის ქ. 55;
ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13;
სპეციალისტთან ჩაწერა ხდება წინასწარ, რისთვისაც უნდა დარეკოთ თბილისში: 558 99 99 85, ბათუმში: 514 99 94 94.
ცენტრი ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს ყველა ასაკის პირებს, ბავშვებს, მოზარდებს და ზრდასრულებს.
ფსიქიატრის მომსახურება შესაძლებელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის (18 წლამდე). ზრდასრულთა ფსიქიატრის საჭიროების შემთხევაში მომსახურება ხორციელდება მოწვეული სპეციალისტის მიერ.
გამმა გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის:
- მულტიდისციპლინური ფსიქოდიაგნოსტიკა
- ფსიქოთერაპია
- ქცევითი თერაპია
- აკადემიური თერაპია
- დენვერის ადრეული განვითარების მოდელით თერაპია
- ხელოვნებით თერაპია
- ენისა და მეტყველების თერაპია
- ფიზიკური თერაპია
- სენსორული თერაპია
ზრდასრულებისთვის:
- ფსიქოთერაპია
- ფსიქიატრის კონსულტაცია
თუ თქვენ ბავშვს აქვს ქცევის ან ემოციური რეგულაციის პრობლემები, პირველ რიგში უნდა ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ექიმთან (ფსიქიატრი/ნევროლოგი), რომელიც ბავშვის საჭიროების მიხედვით დანიშნავს დამატებით კვლევას ან დამატებითი სპეციალისტის კონსულტაციას. სხვადასხვა სპეციალისტის (მულტიდისციპლინური გუნდის) მიერ მოხდება ბავშვის შეფასება, დადგინდება დიაგნოზი და რეკომენდებული თერაპიული სერვისები. დიაგნოზისა და საჭირო თერაპიების შესახებ ინფორმაცია გაიცემა როგორც სიტყვიერად (შემაჯამებელ შეხვედრაზე), ასევე წერილობით (ექიმი გასცემს ფორმა № IV – 100/ა-ს).