სერვისები

ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპია

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომელიც გამოიყენება ფსიქოლოგიური სირთულეების დასაძლევად („კოგნიტური“- ნიშნავს შემეცნებითს, ხოლო „ბიჰევიორული“ - ქცევითს).

 

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA), ასევე დიდი ბრიტანეთის ხარისხიანი ჯამრთელობისა და ზრუნვის ნაციონალური ინსტიტუტის (NICE – National Institute of Health and Care Excellence) მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია მიჩნეულია მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიულ მიდგომად.

 

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ეფექტური სამკურნალო მეთოდია ისეთი ფსიქოლოგიური სირთულეების დროს, როგორიცაა:

  • დეპრესია;
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
  • სოციალური ფობია;
  • პანიკური აშლილობა;
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
  • იპოქონდრია;
  • კვებითი აშლილობები;
  • პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობა და სხვა.

 

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია იგეგმება და ხორციელდება კონკრეტული ფსიქოლოგიური აშლილობისთვის შექმნილი სპეციფიკური მოდელის მიხედვით. სესიების სტრუქტურა ნარჩუნდება თერაპიის მთელი კურსის განმავლობაში. მსგავსი ფორმატი საშუალებას იძლევა კლიენტის ყურადღება კონცენტრირდეს მისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი თითოეული სესიისათვის გამოყოფილ დროში.

 

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მიზანია კლიენტს ასწავლოს, გახდეს საკუთარი თავის თერაპევტი. თერაპევტი კლიენტს აცნობს თერაპიის არსს და კოგნიტურ მოდელს (აჩვენებს თუ რა გზით ახდენს მისი აზროვნება გავლენას მის ემოციასა და ქცევაზე), ეხმარება საკუთარი თერაპიის მიზნების განსაზღვრაში, თავისი აზრების და რწმენების ამოცნობასა და შეფასებაში, ქცევითი ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.   

 

კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპია ემყარება თერაპევტ-კლიენტის თანამშრომლობას. ისინი ერთად წყვეტენ რომელ საკითხებს დაუთმონ თითოეული სესია, რამდენად ხშირად შეხვდნენ და რა უნდა გააკეთოს კლიენტმა შუალედებში, საშინაო დავალების სახით.