სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

65


როცა ბავშვს სტკივა - როგორ დაეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს


როცა ბავშვს სტკივა - როგორ დაეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს

ტკივილი რთული ფენომენია, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ ზემოქმედებასაც ახდენს ადამიანზე. 

როცა ტკივილი აწუხებს აუტიზმის ანინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვს, ტკივილთან დაკავშირებული კომუნიკაცია განსაკუთრებით გართულებულია -შესაძლოა ბავშვმა ვერ მოახერხოს ტკივილის გამოხატვა, რაც ზრდის რთული ქცევის გამოვლენის ალბათობას. ასეთ დროს ის თითქოს უმიზეზოდ ტირის, გაღიზიანებულია ან იზიანებს საკუთარ თავს.კვლევებმააჩვენა, რომ კომუნიკაციის უნარის დაქვეითება ბავშვს ხელს უშლის დისკომფორტის გააზრებასა და გამოხატვაში. 

ამიტომაც ტკივილთან დაკავშირებული  კომუნიკაციის სწავლება აუტიზმისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი ტრენინგითა და მხარდაჭერით ბავშვები სწავლობენ თავიანთი დისკომფორტის გამოხატვას, რაც აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს და ამცირებს გამომწვევ ქცევებს.

ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებისთვის, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს ტკივილთან დაკავშირებულ კომუნიკაციაში:

  1. დაიწყეთ სხეულის ნაწილების იდენტიფიკაციისა და დასახელების სწავლებით: ასწავლეთ სხეულის ნაწილები თქვენი და მისი სხეულისსხვადასხვა ნაწილის ჩვენებით/დასწავლით (თავი, ხელი, ფეხი, ზურგი, მუცელი და ა.შ.);
  2. ტკივილის შეფასებისთვის ასწავლეთ 5 ქულიანი სკალის გამოყენება (დახაზეთ სახაზავი, რომელზეც მონიშნავთ 1-დან 5 ქულას და გამოიყენეთ შეფასებისთვის); 
  3. ასწავლეთ ტკივილის შემსუბუქების მოთხოვნა ბარათების დახმარებით (წინასწარ დაამზადეთ ბარათები შესაბამისი ნახატებით - მზისგან დამწვრობის, ჭრილობის, მუცლის ტკივილის, თავის ტკივილის და ა.შ.);

ასეთი მიდგომით ბავშვი სწავლობს ტკივილის ადგილისდასახელებას, სიმძიმის შეფასებას და შემსუბუქების მოთხოვნას. კვლევებმა აჩვენა, რომ ტკივილთან დაკავშირებული კომუნიკაციის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქცევას. 

 

რა უნდა გაითვალისწინოთ?

  • იყავით ყურადღებიანი ბავშვის ქცევების მიმართ, რომელიც შესაძლოა ტკივილზე მიუთითებდეს;
  • გამოიყენეთ მარტივი ვიზუალური და ვერბალური დახმარებები ტკივილთან დაკავშირებული კომუნიკაციის სწავლებისთვის;
  • გამოიყენეთ რეალური სიტუაციები ბავშვის უნარების განვითარებისთვის;
  • დაგეგმეთ სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც დაგეხმარებათ სწორი მეთოდების შერჩევაში.

თუ თქვენს შვილს უჭირს ტკივილის გამოხატვა, არ დააყოვნოთ დახმარების ძიება – სწორი მიდგომები თქვენს შვილს ბედნიერ ცხოვრებაში დაეხმარება.

 

მასალა თქვენთვის მოამზადა ქეთევან მერმანიშვილმა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა, ჩვენი ცენტრის დენვერის ადრეული დასწავლის მოდელის და ქცევის თერაპევტმა. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. კვლევის ბმული: https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8975218/

ბოლო ჩანაწერები