რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულად2024 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა: „ფსიქიკური ჯანმრთელობა სამსახურში“

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე იმართება ყოველწლიურად 10 ოქტომბერს, რათა ყურადღება გამახვილდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ამაღლდეს ცნობადობა და გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერა. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციამ (WFMH) წლევანდელი დღის თემად დაასახელა „ფსიქიკური ჯანმრთელობა სამსახურში“.
გაერომ გამოაქვეყნა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტრატეგია 2024 წელს და შემდეგ“.
რას ეხება გაეროს ეს დოკუმენტი?
გაეროს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტრატეგია 2024 წელს და შემდეგ“-ის მიზანია დაეხმაროს გაეროს, შექმნას სამუშაო გარემო, რომელიც ხელსაყრელია კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და უზრუნველყოფს მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა საჭიროების შემთხვევაში.
სტრატეგია იძლევა რეკომენდაციებს ინკლუზიური, მდგრადი სამუშაო გარემოს შესაქმნელად, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩართულია ორგანიზაციულ კულტურასა და სისტემებში.
სტრატეგია მოუწოდებს ორგანიზაციებს, გუნდებსა და ინდივიდებს გააძლიერონ ძალისხმევა, რათა მოხდეს:
- სამსახურში ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკის თავიდან აცილება;
- სამსახურში კეთილდღეობის ხელშეწყობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პერსონალის მხარდაჭერა.
სტრატეგიის განხორციელებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:
- ყველას აქვს თავისი როლი.
- ერთი თარგი ყველას ვერ მოერგება.
- საჭიროა სისტემური კოორდინაცია და მხარდაჭერა.
- საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინტეგრირება პოლიტიკასა და პრაქტიკაში.
- ლიდერის მხარდაჭერა გადამწყვეტია.
- მენეჯერების როლი გადამწყვეტია.
- საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.
- ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად ზომების მიღება შესაძლებელია.