სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

507


გამოყენებითი ქცევითი ანალიზის განახლებული პრაქტიკული გაიდლაინი აუტიზმის სპექტრის მკურნალობისთვის


გამოყენებითი ქცევითი ანალიზის განახლებული პრაქტიკული გაიდლაინი აუტიზმის სპექტრის მკურნალობისთვის

აშშ-ს აუტიზმის სერვისის პროვაიდერთა გაერთიანებამ CASP-მა (The Council of Autism Service Providers), რომელშიც რამდენიმე ასეული სერვისპროვაიდერია გაწევრიანებული  გამოსცა ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრაქტიკული გაიდლაინის მესამე, განახლებული ვერსია (Applied Behavior Analysis Practice Guidelines for the Treatment of Autism Spectrum Disorder), რომელიც  ეფუძნება უკანასკნელი პერიოდის სამეცნიერო მტკიცებულებებსა და კლინიკურ მსჯელობებს. დოკუმენტი განკუთვნილია სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

 

ახალ გაიდლაინში წინა, 2014 წლის გამოცემასთან შედარებით მთავარი აქცენტები გაკეთებულია ქცევის ანალიტიკოსთა  ლიცენზირებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე, თერაპიული ჩარევის განხორციელებაზე, მიწოდებული სერვისის ხარისხზე, შედეგების გაზომვაზე და ა.შ. ასევე, განახლებულ დოკუმენტში საუბარია ABA თერაპიის ხანგრძლივობაზე, ტელემედიცინის გამოყენებაზე, სპეციალისტების კოლაბორაციულ მუშაობაზე (თანამშრომლობაზე). ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს სერვისის მიმწოდებლების ავტორიზაციის კრიტერიუმები და სერვისი განხორციელდეს ზედმიწევნით და ხარისხიანად. 

 

კრიტიკის საგანს წარმოადგენდა ABA-ის შესახებ გაჟღერებული აზრები, რომლების მიხედვითაც გამოყენებული მიდგომები, ზოგიერთი პირის მონათხრობით, უკავშირდებოდა ნეგატიურ გამოცდილებებს. აგრეთვე, საკამათო და დასაფიქრებელია ის, რომ თერაპიული ტექნიკები ასწავლის ადამიანებს, შენიღბონ აუტიზმის მახასიათებლები. ოპონენტების მოსაზრებით კი ABA თერაპიას შეუძლია შეამციროს გამომწვევი ქცევები და გააუმჯობესოს აუტიზმის მქონე პირების ცხოვრების ხარისხი. 

 

განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ქცევის თერაპიის სერვისის ინტენსივობა და ხანგრძლივობა და მოწოდებულია, რომ ეს დამოკიდებული უნდა იყოს აუტიზმის მქონე პირის ინდივიდუალურ გამოწვევებზე და შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე თვის მანძილზე ან მთელი ცხოვრების განმავლობაში, ტარდებოდეს როგორც კლინიკურ, ასევე სახლში ან სხვა ბუნებრივ გარემოში.

 

განახლებულ გაიდლაინში ხაზგასმულია ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების მიღების, სერვისის მიმწოდებელ და  სერვისის მიმღებ პირებსა და მათ ოჯახებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ქცევის თერაპიის სერვისის ინტენსივობა და ხანგრძლივობა და მოწოდებულია, რომ ეს დამოკიიდებული უნდა იყოს ასა-ს მქონე პირის ინდივიდუალურ გამოწვევებზე და შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე თვის მანძილზე ან მთელი ცხოვრების განმავლობაში. ტარდებოდეს როგორც კლინიკურ, ასევე სახლსა და სხვა ბუნებრივ გარემოში.

 

📖 ინფორმაცია თქვენთვის მოამზადა ია ლომინაშვილმა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა, გამმას ქცევითი თერაპიის სამსახურის უფროსმა. 

ბოლო ჩანაწერები