სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

101


ტრეინინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში


ტრეინინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა აცხადებს მიღებას ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსზე, რომელიც აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის, IBAO-სმიერ.

კურსს წაუძღვებიან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსები:

ელენე გურგენიძე - MA, IBA

ია ლომინაშვილი - MA, IBA

თეონა ქარუმიძე - MA, IBA

კურსი მოიცავს:

  • თეორიული მომზადების - 45 სთ-ს და პრაქტიკის - 25 სთ-ს;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის საკითხებს, რომლებიც განსაზღვრულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაცია IBAO-ს მიერ.

კურსი განკუთვნილია ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი), რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გაიაროთ პრაქტიკა და იმუშაოთ სუპერვიზის ქვეშ ქცევის თერაპევტად/ტექნიკოსად.
  • გამოიყენოთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა სირთულეების მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
  • გამოიყენოთ ახალი უნარების სწავლებისა და არასასურველი ქცევის შემცირების სტრატეგიები.
  • ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდა და გახდეთ სერტიფიცირებული ქცევის თერაპევტი/ტექნიკოსი/IBT.

თეორიული ნაწილი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში - დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად (ზუმის პლატფორმის მეშვეობით).

თეორიული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ნეიროგანვითარებითი დარღვევები და მათი მახასიათებლები
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ქგა-ს) ძირითადი პრინციპები
  • ქცევა და გარემო
  • ქცევის გამოვლენაზე მოქმედი ფაქტორები
  • ქცევის შეფასება
  • დაკვირვება და მონაცემების შეგროვება
  • ახალი უნარების სწავლების ტექნიკები
  • ქცევის ფუნქციური ანალიზი
  • არასასურველი ქცევის შემცირების პროცედურები
  • პროფესიონალიზმი და ეთიკის საკითები

კურსი ჩატარდება 17 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 16:00-დან 19:00-მდე, შაბათს - 10:00-დან 16:00-მდე (დასვენების დღე - კვირა). 

კურსის ბოლოს ჩატარდება თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც, შესაძლებლობა გექნებათ პრაქტიკის 25 საათი გაიაროთ ჩვენი ცენტრის ბაზაზე. 

რეგისტრაცია ბმული: https://docs.google.com/forms/d/1yibTIFbcIunGeMAXEIZB8KmZuhdor1TPHCxfSOqKRDI/edit?ts=69afb3e5 (დასრულდება 9 აპრილს). რეგისტრაციამდე აუცილებელია კურსის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით გამმას საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE58BG0000000609653787. დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგის საფასური და თქვენი სახელი და გვარი. 

კურსის საფასურია 350 ლარი, სტუდენტებისთვის - 300 ლარი (ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის გამოგზავნა მისამართზე: mhc.contact.mhc@gmail.com). 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში 

მოგვწერეთ: mhc.contact.mhc@gmail.com

ან 

დაგვირეკეთ: 559999985. 

ბოლო ჩანაწერები

ტრეინინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში

მარტ 10, 2026

შეფასების მულტიდისციპლინური მოდელი

თებე 27, 2026