რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადშეფასების მულტიდისციპლინური მოდელი
ძალიან ხშირად გვეკითხებიან რა ხდის ჩვენს შეფასებას ხარისხიანს და რის ხარჯხე ახერხებს გამმა წლების მანძილზე, მრავალი ახალი ცენტრის გახსნის მიუხედავად, წარმატებული ცენტრის სახელის შენარჩუნებას. გამმა-ს სიძლიერე ის პროფესიონალთა გუნდია, რომელიც 10 წელზე მეტია ემსახურება ბავშვებსა და მოზარდებს, როგორც მათ შეფასებას, ასევე თერაპიული მიზნების და აქტივობების შერჩევას და განხორციელებას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების გამომწვევი ფაქტორები განიხილება ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის შედეგი. სწორედ ამიტომ, თითოეული ინდივიდის მდგომარეობა უნდა განიხილებოდეს ბიოფსიქოსოციალურ ჭრილში, სადაც გენეტიკური და ნეირობიოლოგიური წინაპირობები საფუძვლად უდევს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობებს.
ბიოფსიქოსოციალური მოდელი გვაძლევს საშუალებას სიმპტომები არ განვიხილოთ იზოლირებულად, არამედ დავინახოთ მათი ურთიერთკავშირი და ურთიერთზემოქმედება. ეს მიდგომა აერთიანებს ბიოლოგიურ წინასწარგანწყობას, ფსიქოლოგიურ მახასიათებლებსა და გარემო ფაქტორებს ერთ მთლიან სისტემაში. ამ ხედვის საფუძველზეა, რომ ჩვენს ცენტრში მდგომარეობა ფასდება კომპლექსურად და იგეგმება ინდივიდუალურად მორგებული, მრავალმხრივი ინტერვენცია — სამედიცინო მართვის, ფსიქოთერაპიული ჩარევისა და სოციალური მხარდაჭერის კომბინაციით.
გამმაში თითოეულ პაციენტისადმი მიდგომა ინდივიდუალურია, ყოველი პაციენტის ირგვლივ, ექიმი ფსიქიატრი კრებს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე.
დიაგნოსტიკური შეფასების მულტიდისციპლინურ გუნდს ხელმძღვანელობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი. ის ხვდება პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს კონსულტაციის ფარგლებში. განიხილავს ბავშვთან/მოზარდთან/მშობელთან ვიზიტზე მიმართვის მიზეზს, აფასებს მოლოდინებს, კრებს დეტალურ ინფორმაციას ადრეული განვითარების ანამნეზზე, არსებულ ჩივილებზე როგორც სახლის, ასევე ბაღის ან სკოლის გარემოში, აცნობს მშობელს ინფორმაციას სავარაუდო დიაგნოსტიკურ კატეგორიებზე (დიაგნოზებზე), ადგენს შეფასების გეგმას და წერს პირველად რეკომენდაციებს.
შეფასების პროცესში ერთვებიან სხვადასხვა სპეციალისტები (მულტიდისციპლინური გუნდი) - ბავშვის/მოზარდის საჭიროებიდან გამომდინარე:
- კლინიკური ფსიქოლოგი
- ფსიქოდიაგნოსტიკოსი
- ფსიქოთერაპევტი/კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი
- აკადემიური თერაპევტი
- მეტყველების თერაპევტი
- ფიზიკურ-სენსორული თერაპევტი
- ხელოვნების (/მუსიკის) თერაპევტი
- დენვერის ადრეული ჩარევის თერაპევტი
გამმა-ში ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური ტესტები:
- ინტელექტის: WPPSI-III, WISC-V, Leiter - III , TONI - IV
- ადაპტაციური ქცევის Vineland II
- აუტიზმის დიაგნოსტიკური დაკვირვების სქემა ADOS-2
- აუტიზმის დიაგნოსტიკური ინტერვიუ - ADI-R
- ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოსტიკური Conners - 3
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაფასებელი სკრინინგული K-SADS
- წინასასკოლო შეფასება
შეფასების შემდეგ მულტიდისციპლინური გუნდი იკრიბება, მსჯელობს ბავშვის/მოზარდის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, თანხმდება სწორ მოლოდინებზე ბავშვთან და ოჯახთან მიმართებაში, სვამს დიაგნოზს, ადგენს ჩარევის და რეკომენდაციების გეგმას, ექიმის ასისტენტი უკავშირდება პაციენტის მშობელს და უგეგმავს ექიმთან და გუნდის წევრთან ერთობლივი შეხვედრის და ბავშვის/მოზარდის მდგომარეობის განხილვის შესაძლებლობას.
თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი დახმარება გჭირდებათ, მოგვმართეთ
ტელ: 558999985 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე.






