სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

155


სენსორულ ინტეგრაციაზე დაფუძნებული ფიზიკური თერაპიის გავლენა აუტიზმის მქონე ბავშვების მოტორული და სოციალური უნარების განვითარებაზე


სენსორულ ინტეგრაციაზე დაფუძნებული ფიზიკური თერაპიის გავლენა აუტიზმის მქონე ბავშვების მოტორული და სოციალური უნარების განვითარებაზე

აუტიზმის ძირითადი ნიშნების (სოციალური კომუნიკაციისა და ქცევის დარღვევების) გარდა, ბავშვებს ხშირად ახასიათებთ მოტორული დისფუნქცია და სენსორული ინტეგრაციის პრობლემები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ ყოფით უნარებს. 

ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები იძლევა სენსორული ინტეგრაციაზე დაფუძნებული ფიზიკური თერაპიის ეფექტურების შესახებ სარწმუნო მტკიცებულებებს. 

გამოყენებული ფიზიკური თერაპია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს:

  • ინტეგრირებულ სენსორულ-მოტორულ თერაპიას, რაც აერთიანებს მოტორულ აქტივობებს სენსორული ინტეგრაციის მიდგომებთან აუტიზმის მქონე ბავშვების ორმაგი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ძირითადი ტექნიკები მოიცავს:
    • პროპრიოცეპციულ აქტივობებს;
    • ვესტიბულურ სტიმულაციას;
    • ტაქტილურ სტიმულთა ერთობლიობას.
  • მოტორული უნარების განვითარებას:
    • მსხვილი მოტორული უნარების ტრენირებას;
    • ნატიფი მოტორული უნარების გასაუმჯობესებელ აქტივობებს.
  • ბალანსისა და ძირითადი კუნთური ძალის ვარჯიშსისეთ მოძრაობებს, როგორიცაა ერთ ფეხზე დგომა (სტატიკური ბალანსი) და ბალანსირების ბალიშზე სიარულს (დინამიური ბალანსი), რაც აძლიერებს კუნთების ტონუსს და პოსტურალურ სტაბილურობას.
  • სენსორულ თამაშს: ტაქტილურ, ვესტიბულურ, პროპრიოცეპტულ, სმენით ან/და ვიზუალურ სტიმულაციაზე მიმართული აქტივობები (მაგ.: წყლის თამაშები, სენსორული ყუთები).

სენსორული დარღვევების მქონე ბავშვთა თერაპიულ პროგრამაში ფიზიკურ-სენსორულ თერაპიას (კომბინაციას) შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს აუტიზმის მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხი:

  • უმჯობესდება მოტორული კოორდინაცია - იზრდება ყოველდღიური ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • უმჯობესდება სენსორული ინტეგრაცია - ბავშვები უკეთესად რეაგირებენ სენსორულ ინფორმაციაზე, რასაც მოჰყვება ქცევითი პრობლემების შემცირება და ყურადღების გაუმჯობესება;
  • იზრდება სოციალური ჩართულობა - გაუმჯობესებული ფიზიკური უნარები ზრდის თანატოლებთან ინტერაქციას და ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობას (იზრდება 60%-ით).

დასტურდება, რომ ფიზიკური თერაპია და სენსორულ ინტეგრაციაზე დაფუძნებული სპორტული წვრთნა არის მძლავრი ინსტრუმენტი აუტიზმის მქონე ბავშვების კომპლექსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს მიდგომა ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიკურ განვითარებას, არამედ აუმჯობესებს მათ სენსორულ რეგულაციას და სოციალურ ინტერაქციას, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მათ დამოუკიდებლობას და საზოგადოებაში ჩართულობას. 

მკვლევრები რეკომენდაციას უწევენ ამ ინტეგრირებული მოდელის დანერგვას აუტიზმის მქონე ბავშების საგანმანათლებლო და თერაპიულ პროგრამებში. 

 

მასალა თქვენთის მოამზადა ჩვენი ცენტრის ფიზიკურ-სენსორული თერაპიის გუნდმა:

ირაკლი ჩაგუნავამ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრანტმა;

თეიმურაზ საბანაძემ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრმა; 

სუპერვიზორმა და სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ხიჯაკაძემ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრმა.

გამოყენებული წყაროები:

  1. Enhancing Motor Skills and Sensory Integration in Children with Autism Spectrum Disorder through Physical Therapy: A Comprehensive Review of Techniques and Outcomes (2020)  https://www.ijfmr.com/papers/2020/3/22736.pdf
  2. The impact of sensory integration based sports training on motor and social skill development in children with autism spectrum disorder (2025) https://www.nature.com/articles/s41598-025-05393-3?utm_source=chatgpt.com

ბოლო ჩანაწერები