სიახლეები

კატეგორია

სამედიცინო სიახლეები

ნახვების რაოდენობა

119


აუტიზმის მქონე მოზარდების პირველი ეპიდემიოლოგიური კვლევის საინტერესო შედეგები


აუტიზმის მქონე მოზარდების პირველი ეპიდემიოლოგიური კვლევის საინტერესო შედეგები

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირველად გამოაქვეყნა მონაცემები აუტიზმის მქონე მოზარდების შესახებ. აქამდე სიხშირის შეფასება ხდება 8 წლის ასაკის ბავშვებში. წელს პირველად დაემატა 4 წლის ასაკის ბავშვების მონაცემებიც. ამჯერად კი, ჟურნალში Journal of Adolescent Health გამოქვეყნდა კვლევა, რომლითაც შეისწავლეს ის მოზარდები, რომლებიც 2018 წელს იყვნენ 16 წლის:

https://www.sciencedirect.com/…/abs/pii/S1054139X23000010

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იგივე ჯგუფმა, ADDM Network – Autism and Developmental Disabilities Monitoring Network, იმავე კვლევის მეთოდით, როგორც გაკეთდა 8 წლის და ბოლოს უკვე 4 წლის ასაკის ბავშვების კვლევა, შეისწავლეს 16 წლის მოზარდები.

აღმოჩნდა, რომ მოზარდების ნახევარზე (50%-ზე) მეტს აუტიზმთან ერთად ჰქონდათ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ან შფოთვა, ხოლო 17%-ს სუიციდური ქცევა/აზრები.

14.7%-ში აუტიზმის დიაგნოზი ჯერ გამოირიცხა და მხოლოდ განმეორებითი შეფასებისას დადგინდა. ასევე, გამოვლინდა რომ 10-დან 1 ბავშვს (10%-ს) აუტიზმის დიაგნოზი 8 წლამდე დასმული არ ჰქონდა. ეს იყო შემთხვევები, სადაც უმეტესობა იყო ვერბალი, დაბალი წონით დაბადებული, მაღალი IQ-ით ან ადაპტური ქცევის ქულით და თანხლებული ნეიროფსიქოლოგიური სხვა მდგომარეობით.

ბოლო ჩანაწერები