ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რისკები
სრულადარსებობს კავშირი 2 წლამდე ასაკში ეკრანთან გატარებული დროსა და აუტიზმის რისკს შორის?
📌 დაგროვდა მტკიცებულებები იმის შესახებ რომ ადრეულ ბავშვობაში (5 წლამდე ასაკში) ეკრანთან გატარებული დრო შეიძლება დაკავშირებული იყოს აუტიზმის რისკთან, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ კიდევ გაუგებარი რჩება.
📌 ასეთია ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევა, რომელიც ეფუძნებოდა 84030 ბავშვის მონაცემებს. ასევე სხვა კვლევაც, რაც ადასტურებდა რომ ყოველდღიურად 8,5 საათი ან მეტი დროის განმავლობაში ეკრანთან გატარება ასოცირდებოდა აუტიზმის დიაგნოზთან.
📌 მიუხედავად ამ კვლევებისა, სხვა კვლევებში მსგავსი ასოციაცია არ დადასტურებულა. ამ საკითხის გასარკვევად გუშინ გამოქვეყნდა ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის შედეგები, რაც ამ ფაქტს არ ადასტურებს და მსგავსი ასოციაცია არ დგინდება (JAMA Pediatr. ონლაინ გამოქვეყნდა 4.11.2024 doi:10.1001/jamapediatrics.2024.4432).
📌 კვლევა იყო ლონგიტუდური და გამოყენებული იყო მრავლობითი ცვლადების ლოგისტიკური რეგრესიის მეთოდი იმის დასადგენად, იყო თუ არა ადრეული ბავშვობის ასაკში ეკრანთან გატარებული დრო ასოცირებული აუტიზმის რისკთან 12 წლის ასაკში და მიღებულ მონაცემთა კორეგირება მოხდა სქესის, ოჯახის შემოსავლისა და დედის განათლების მიხედვით.
📌 საკვლევი ჯგუფი მოიცავდა 5107 ბავშვს, რაც შეწონილად შეესაბამებოდა 243046 ბავშვს. ამ ბავშვებს შორის მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით 145 ბავშვს ჰქონდა დადგენილი აუტიზმის დიაგნოზი. დედის არასრული განათლება და ოჯახის დაბალი შემოსავალი უფრო მეტად ასოცირდებოდა ეკრანთან გატარებულ მეტ დროსთან, ვიდრე აუტიზმთან, ხოლო ეკრანთან გატარებული დროის კავშირი აუტიზმთან არ დადასტურდა.
📌 მიუხედავად იმისა, რომ ეკრანთან გატარებული დროის აუტიზმთან კავშირი არ დადასტურდა, მკვლევრები მოუწოდებენ კლინიცისტებს, ყოველთვის დააზუსტონ ეკრანთან გატარებული დრო ადრეულ ბავშვობაში, როგორც ბავშვის განვითარების შეფასების ნაწილი. ამის მიზეზად მათ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ეკრანთან გატარებული დრო შეიძლება სასარგებლო მაჩვენებელი იყოს იმ ოჯახების იდენტიფიცირებისთვის, რომლებსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ. სახელმწიფო რესურსები კი სწორედ იმ ინტერვენციებისკენ უნდა მიიმართოს, რაც უზრუნველყოფს ეკრანთან გატარებული დროის მავნე ზემოქმედების შემცირებას.
📌 ჩვენ ამ კვლევის შედეგების თქვენთვის გაზიარებით კიდევ ერთხელ გვინდოდა თქვენი ყურადღება გაგვემახვილებინა ბავშვის ზოგად განვითარებაზე ეკრანთან გატარებული დროის მნიშვნელობაზე. მომავალში შევეცდებით გაგიზიაროთ სხვა ახალი კვლევების დასკვნები.
📖 ამ კვლევის უფრო დეტალურად გასაცნობად გახსენით ბმული: