რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?
სრულადბავშვის დიაგნოზის გავლენა მშობლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე

კვლევებით აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ემოცია საერთოა ნეიროგანვითარებითი დარღვევის დიაგნოზის მქონე ბავშვების ყველა მშობლისთვის. მაგალითად, უმწეობის განცდა ფართოდ გავრცელებულია შვილის დიაგნოზის გაგების შემდეგ. მშობლები უმწეობის შეგრძნებას განიცდიან მაშინაც, როდესაც ცდილობენ დაიცვან შვილები ქცევითი და ემოციური სირთულეებისგან, ბავშვისათვის უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შექმნის მცდელობისას, როდესაც ნეგატიურ უკუკავშირს იღებენ მასწავლებლების ან სხვა ზრდასრულებისგან. უმწეობა თავს იჩენს იმ შემთხვევებშიც, როდესაც მშობელი გრძნობს კონტროლის ნაკლებობას ბავშვის სწავლასა და სოციალურ ურთიერთობებზე.

სიცარიელისა და მწუხარების განცდა ეუფლებათ იმის გაცნობიერებისას, რომ ბავშვს უჭირს მეგობრების შეძენა. განსაკუთრებით მძაფრად განიცდიდნენ სიცარიელის განცდას, როდესაც ამჩნევენ რომ მათი შვილი სხვა ბავშვებისგან განსხვავებულია.

შვილის ნეიროგანვითარებითი დარღვევის დიაგნოზი მშობლებში მარტოსულობის განცდასაც იწვევს. მდგომარეობა შეიძლება გაართულოს საკუთარი თავისთვის, პირადი საქმეებისა და მეგობრებისათვის, დროის არარსებობამ, რადგან მთელ დროს ბავშვისთვის აუცილებელ აქტივობები, სკოლა და თერაპიული სესიები იკავებს.

ხშირია, როდესაც მშობლები თავს იდანაშაულებენ ბავშვის დიაგნოზში, თითქოს მათ არ გააკეთეს საკმარისი ბავშვის ნეიროგანვითარებითი დარღვევის აღსაკვეთად ან შიშობენ, რომ ძალიან დააგვიანეს დახმარების გაწევა ბავშვისთვის ან მათ „გამოიწვიეს“ ბავშვის ეს მდგომარეობა, რასაც ხსნიან იმით, რომ ვერ შეძლეს სათანადო ოჯახური გარემოს უზრუნველყოფა ან შესაბამისი მხარდაჭერის მიწოდება ბავშვისთვის.

შფოთვა და სტრესი ის ემოციებია, რომლებსაც ასევე ხშირად განიცდიან მშობლები. შფოთვა ჩნდება მომავლის ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის გამო. მშობლები შფოთავენ იმაზეც, თუ როგორ შეძლებს მათი შვილი მეგობრების პოვნას, როგორი დამოკიდებულება ექნებათ სხვა ადამიანებს ბავშვის მიმართ, რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის ის გარემო, სადაც უწევს ყოფნა.

მწუხარება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და რთული ემოციაა, რომელსაც განიცდიან მშობლები შვილის დიაგნოზის გაგების შემდეგ. მწუხარების ინტენსივობა განსხვავებულია ყოველი ოჯახისთვის და ერთი ოჯახის სხვადასხვა წევრისთვისაც. კვლევები ადასტურებენ, რომ მწუხარება და დანაკარგის განცდა ტიპურია ნეიროგანვითარებითი დარღვევის დიაგნოზის მქონე ბავშვის ოჯახის წევრებისთვის. მშობლებს, რომლებიც განიცდიან ძლიერ მწუხარებას, აქვთ ემოციური დისტრესიც, დაქვეითებული ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. მშობელი შესაძლოა წუხდეს და გლოვობდეს ბავშვის მომავლისადმი დაკარგულ იმედს, მის დაკარგულ შესაძლებლობებს და პოტენციალს, საკუთარ წარმოსახვაში არსებული ოჯახური ცხოვრების ან მშობლობის დაკარგვას