რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და რა შემთხვევაში უნდა ...
სრულადაღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე
სერია: აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე – მშობლებისა და დაინტერესებული პირებისთვის
N4 – რეკომენდაციები 5-7 წლის ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებისთვის
ვაგრძელებთ ციკლს და გაწვდით რეკომენდაციებს ამ ასაკის ბავშვებისთვის. თამაშს შეუძლია ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის და თვით-რეგულაციის უნარების გავარჯიშება, ამიტომაც საშუალება მიეცით, სხვადასხვა გზით ავარჯიშოს ეს უნარები. ამ ასაკში ბავშვს მოსწონს ისეთი თამაშები, რომელიც მოითხოვს წესების დაცვას. ისინი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ მორგებული იყოს ბავშვის შესაძლებლობებს და ძალიან რთული არ იყოს. მას შემდეგ რაც ნახავთ, რომ თამაში კარგად ისწავლა, აღარ დაეხმაროთ. ჯობია, თუ თვითონ დაიმახსოვრებს ამ წესებს. მხოლოდ მაშინ ჩაერიეთ, თუ ატყობთ რომ კონფლიქტური სიტუაციის საფრთხეა.
სამაგიდო თამაშები – თამაში ბანქოს ბარათებით
– თამაში, რომელიც მოითხოვს, რომ ბავშვმა დაიმახსოვროს კონკრეტული ბარათის მდებარეობა, საუკეთესო ვარჯიშია მუშა მეხსიერებისთვის. საწყის ეტაპზე შეიძლება ითამაშოთ ამობრუნებული ბარათებით და შემდეგ დაიკავოთ სწორად.
– თამაში, რომლის დროსაც ბავშვმა უნდა დააწყვილოს ციფრის ან ნახატის მიხედვით, კარგია გონებრივი მოქნილობისთვის.
– ნებისმიერი სამაგიდო თამაში (მაგალითად შაში), რომლის დროსაც დაჭირდება გარკვეული სტრატეგიის შემუშავება და შემდეგი სვლის რამდენიმე მოქმედებით ადრე მოფიქრება, ძალიან დაეხმარება მუშა მეხსიერების, შეყოვნების და გონების მოქნილობის გასავარჯიშებლად.
ფიზიკური აქტივობა
– თამაშები, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ რეაქციას, ბავშვს უვარჯიშებს ყურადღებას და შეკავებას. ასეთია მაგალითად „გაშეშობანა“ ან მუსიკალური სკამი (მუსიკის დაკვრისას ცეკვავენ და შეწყვეტისას სკამზე დაჯდომა უნდა მოასწროს, რადგან მონაწილეთა რაოდენობაზე 1-ით ნაკლები სკამია). ასეთ თამაშებს სჭირდება ერთი ბავშვი, რომელიც აკონტროლებს სხვებს. ესეც ამ ბავშვისთვის მშვენიერი საშუალებაა მუშა მეხსიერების გასავარჯიშებლად.
– ბურთით თამაშიც, მაგალითად „წრეში ბურთი“, სასარგებლო თამაშია, რადგან სჭირდება მუდმივი დაკვირვება, წესების დაცვა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღება და თვით-კონტროლი.
– ამ ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია ისეთ სტრუქტურირებულ ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად ფეხბურთი. ასეთ სპორტში ის იყენებს კოორდინაციას და აერობული ვარჯიშს და ივითარებს ყურადღების ფოკუსირების უნარს.
მოძრაობა/სიმღერის თამაში
– მიბაძვის თამაში, როცა მუსიკის რიტმზე ერთი ბავშვი აკეთებს რაღაც მოძრაობებს და მეორემ უნდა გაიმეოროს, ასევე კარგია აღმასრულებელი ფუნქციის უნარების გასავითარებლად.
– სიმღერა წრეზე (ერთი იწყებს და სხვები რიგ-რიგობით აგრძელებენ) ან ტაშის დაკვრის რიტმის გამეორება ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას და გონებრივ მოქნილობას.
წყნარის თამაშები,
რომელიც მოითხოვს სტრატეგიას და აზროვნებას.
– ამ ასაკის ბავშვები სულ უფრო და უფრო დამოუკიდებლები ხდებიან. ფაზლები, ლაბირინთები, თავსატეხები, გამოცანები, რებუსები ავარჯიშებს ყურადღებას, მუშა მეხსიერებას, გონების მოქნილობას და პრობლემის გადაჭრის უნარს.
– ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივი თამაშები, სადაც ბავშვმა უნდა მოიფიქროს, როგორ ამოხსნას ესა თუ ის სირთულე, კარგი ვარჯიშია გონების მოქნილობისთვის.
ყოველთვის შეეცადეთ გამოიყენოთ ბავშვის შესაძლებლობის და ინტერესის შესაბამისი თამაშები, რომ მისთვის თამაში იყოს სახალისო და სასარგებლო.
იმედია, გამოიყენებთ ამ რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში.
შემდეგი, რეკომენდაციები N5, იქნება კონკრეტულად 7-12 წლის ბავშვისთვის.
დიდი მადლობა სალომე ნადარაიას და 5 წლის და 11 თვის დანიელ ქობალიას – ფოტოს გაზიარების ნებართვისთვის
მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე