თინათინ ბაიდოშვილი
ქცევითი თერაპევტი
ფსიქოლოგიის ბაკალავრი,
ქცევის ტექნიკოსი.
თინათინ ბაიდოშვილი 2019-20 წლებში მუშაობდა ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრ „კონტაქტში“ ადმინისტრატორის პოზიციაზე, სადაც ორგანიზებას უწევდა ჯგუფურ ფსიქოთერაპიებს, საჯარო ლეციებსა და კონფერენციებს.
2021 წელს მან გაიარა სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც იყო მკვლევარ-ასისტენტი. ის ჩართული იყო ახალი სკოლის მოდელის დანერგვის პროცესში, ატარებდა ინტერვიუებს პედაგოგებთან, აკეთებდა ინტერვიუების ტრანსკრიპტებს და კოდირებას.
2021 წელს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმში თინათინმა წარმატებით გაიარა ტრენინგი „გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საბაზისო კურსი“, რის შემდეგაც შერჩეული იქნა სტაჟიორად და პრაქტიკული მომზადების შემდეგ დასაქმდა ამავე ცენტრში 2022 წლის 1 თებერვლიდან.
2023 წლიდან თინათინი არის ბავთვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი.
2023-24 წლებში მან გიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.