პერსონალი

დეა ჯიაძე

ქცევითი თერაპევტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის ფსიქოლოგი

 

დეა ჯიაძემ 2021 წლიდან მუშაობა დაიწყო გამმაში ქცევით თერაპევტად (ტექნიკოსად). 2023 წლიდან კი დეა გახდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სერვისის თერაპევტი, სადაც ის განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებთან უძღვება მშობლით გაშუალებულ თერაპიას.


2017 წელს დეამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის მიმართულება.


მან 2017-2018 წლებში გაიარა კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსი  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში “ ამბულატორიულ განყოფილებაში. შემდგომ, 2018 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ის ჩართული იყო  სწავლების პრაქტიკულ კურსში „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბავშვთა ამბულატორიულ განყოფილებაში.


2019 წელს დეამ მიიღო განათლება „თანამედროვე ფსიქოკონსულტირების“ შესახებ, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ „სტიმულში“. მან ფსიქოთერაპიულ სფეროში განაგრძო   თეორიული და პრაქტიკული განათლების მიღება და 2020 წელს გახდა  „კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის“  წევრი და ბიოსინთეზის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის მონაწილე, ასევე ის იკავებს ამავე ორგანიზაციის ასისტენტის პოზიციას.


დეამ 2021 წელს მიიღო კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა ნარცისიზმსა და დეპრესიას შორის კავშირს და მენატალიზაციის გამაშუალებელ როლს. ნაშრომის საფუძველზე, დეამ შეისწავლა არაპათოლოგიური ნარცისისზმის სახეები, მათი მიმართება დეპრესიასთან და ამ კავშირის ამხსნელი მექანიზმები.


2022 წლიდან არის მოწვეული პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 


2023 წელს, დეამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გაიარა კურსი  „ვერბალური ქცევის შეფასება და ჩარევის ძირითადი პრონციპები“.  ის გაეცნო ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program). ამავე წელს, დეამ  წარმატებით გაიარა ერთწლიანი სასწავლო პროგრამა არტ თერაპიაში „არტ თერაპია, თეორია და პრაქტიკა“. ის დაეუფლა არტ თერაპიის ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებს, როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა მიმართულებით.