მარგალიტა ჯაჯანიძე
დენვერის მოდელის სპეციალისტი
მარგალიტა (მაკა) ჯაჯანიძე 2022 წლიდან მუშაობს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის თერაპევტად, მას შემდეგ რაც გაიარა ამ მოდელის თეორიული და პრაქტიკული კურსი ამავე ცენტრში. ის 2021 წლიდან ასევე მუშაობს ბავშვთა განვითარების ცენტრ “ბილიკში” ადრეული განვითარების სპეციალისტად.
2014 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის ქრისტიანული ფსიქოლოგის ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხით). ის მუშაობდა თბილისის 163-ე ბაგა-ბაღში და საბავშვო ბაღ “დედაენაში” სპეციალური საჭიროებების პედაგოგად (2017-2024). იყო ინტეგრირებული საბავშვო ბაღ “ბუკი-ბუკის“ სპეციალური საჭიროებების პედაგოგი (2016-2017); ასევე, ორგანიზაციაში “ახალი ნაბიჯები”, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ფსიქოლოგი (2013-2016).
მარგარიტას გავლილი აქვს შემდეგი კურსები და ტრენინგები: აბაპედია - “შიშთან დაკავშირებული ქცევები, ქცევითი ინტერვენტიიცის დაგეგმვა და განხორციელება “; მაკჯორჯია -”ადრეული ბავშვობა და ტრანზიცია სკოლაში”; ქცევის აკადემია - ”სენსორული ინტეგრაცია”; მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა - ”დენვერის ადრეული მოდელის თეორიული და პრაქტიკული კურსი და “ქცევის გამოყენებითი ანალიზი”; საქართველოს ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია – “ბავშვთა ადრეული ინტერვენცია “(პრე ბაზისური დონე); თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი - “ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების სასერტიფიკაციო კურსი “სპეციალური განათლების პედაგოგის როლი სკოლამდელ განათლებაში“; “ბავშვთა ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება”; “ინკუზიური სწავლების მიზნები და ამოცანები”; “ლუშერის ტესტით მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები “.