ანი ონიანი
დენვერის მოდელის სპეციალისტი
ფსიქოლოგიის ბაკალავრი
დენვერის ადრეული ჩარევის სერვისის სპეციალისტი
ქცევითი თერაპევტი
ანი ონიანმა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში დენვერის ადრეული ჩარევის თერაპევტად მუშაობა დაიწყო 2023 წლიდან, ხოლო ქცევით თერაპევტად - 2025 წლის ოქტომბრიდან.
2022 წელს მან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში გაიარა სასერთიფიკატო ბაზისური კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში IBT და აგრეთვე ტრენინგ-კურსი ყველაფერი აუტიზმის შესახებ, ასევე, დენვერის ადრეული ჩარევის თეორიული და პრაქტიკული კურსი. ანი ქცევითი თერაპევტი გახდა მას შემდეგ, რაც გამმაში გაიარა სტაჟირება (300სთ) ქცევითი თერაპევტის პოზიციისთვის.