ვერა აგლაძე
ხელოვნებით თერაპევტი
ვერა აგლაძე 2016 წლიდან მუშაობს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში ხელოვნებით თერაპევტად და ამ სერვისის ხელმძღვანელად.
ვერამ 1997 წ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ კი დაინტერესდა პედაგოგიკით. მუშაობდა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლაში ბავშვის აღზრდისა და განვითარების საკითხებზე და საზოგადოების ინფორმირების ამაღლების მიზნით გამართულ კონფერენციებზე. აქტიურად იყო ჩართული ბავშვთა ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენებში, მშობელთა გასაძლიერებლად სხვადასხვა ღონისძიებების, სპექტაკლების, ექსკურსიების და ბაზრობების ორგანიზებაში.
ვერა აგლაძე მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მუშაობს 2010 წლიდან. ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა 2010 წელს ჩვილ ბავშვთა სახლში, ხოლო 2011 წელს - კერძო ბაღში. ამავე პერიოდში (2010-2011) „პირველ ნაბიჯში“ იყო იმ პროექტის კოორდინატორი, რომლის მიზანი იყო შშმ პირთა მშობელთა გაძლიერება.
2011-12 წლებში მიიღო განათლება საქართველოს ხელოვნებითი თერაპიის სკოლაში „პალიტრა“ ნუნუ დუჩიძის ხელმძღვანელობით. სადიპლომო ნამუშევარი დაიცვა 2020 წელს „ხელოვნებითი თერაპია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში“.