ნინო ქამუშაძე
მუსიკათერაპევტი
ნინო ქამუშაძე 2023 წლიდან მუშაობს გამმაში მუსიკა თერაპევტად. 2022 წელს გაიარა მუსიკა თერაპიის ტრენინგი (Music as Therapy International), სადაც მიიღო თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალი მუსიკათერაპევტის, თამარ ჟორდანიას ხელმძღვანელობით. სწორედ ამ ტრენინგმა განაპირობა მისი ინტერესი მუსიკათერაპიის მიმართ, რის შედეგადაც დაიწყო ამ სფეროს აქტიური შესწავლა და პარალელურად „ღია სახლში“ მუსიკა თერაპიების ჩატარება, თამარ ჟორდანიას სუპერვიზიის ქვეშ.
ნეიროგანვითარების ცენტრში მან გაიარა თეორიული კურსი - „ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპები და ქცევის მართვის სტრატეგიები“. შემდგომში კი გააგრძელა მუშაობა ქ. ქუთაისში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ „ღია სახლში“, ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე (2022-2023). 2021 წლიდან, აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2023 წელს მუსიკალური თერაპიის ცენტრ „ბეკარში“, მან გაიარა ტრენინგი -„განმავითარებელი სიმღერა-თამაშების, როგორც მუსიკათერაპიული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენება ინდივიდებთან და ჯგუფებთან“.
2023 წელს „ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრში“ გაიარა მუსიკათერაპიისა და ინკლუზიური ცეკვის კოლაბორაციული ტრენინგ-კურსი - თეორიული და პრაქტიკული ნაწილი.