ქეთევან მერმანიშვილი
დენვერის მოდელის სპეციალისტი
დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის თერაპევტი
ქეთევან მერმანიშვილმა 2022 წლიდან დაიწყო მუშაობა „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში“ დენვერის ადრეული ჩარევის თერაპევტად, მას შემდეგ რაც გაიარა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსი.
ამავე წლიდან მუშაობს „ბავშვთა განვითარების ცენტრ ბილიკში“ ქცევის თერაპევტად. ის ასევე მუშაობს სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ფსიქოლოგად 2021 წლიდან.
2021 წელს მან დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა; მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.
ქეთევანმა გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი ჩვენ ცენტრში (2022წელი); ასევე გავლილი აქვს აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასების ინსტრუმენტის - ABLLS-R -ის შემსწავლელი კურსი და იყენებს ამ ინსტრუმენტს პრაქტიკაში;
ქეთევანს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა კურსებიც: აბაპედიის “შიშთან დაკავშირებული ქცევები, ქცევითი ინტერვენტიიცის დაგეგმვა და განხორციელება “; ქცევის აკადემიის ”შესავალი სენსორულ ინტეგრაციაში”; ბავშვთა განვითარების ცენტრ ბილიკის „სოციალური ისტორიები აუტიზმის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან“, თსუს სტუდენტური თვითმმართველობის „აუტისტური სპექტრის აშლილობა“.