სოფიო ჯორჯიაშვილი
ქცევითი თერაპევტი
ფსიქოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტი
სოფიო ჯორჯიაშვილმა 2024 წელს დაიწყო მუშაობა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში ქცევის თერაპევტად. ქცევის გამოყენებითი ანალიზით იგი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან დაინტერესდა.
2021 წელს მან ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდა ბუდაპეშტში, უნგრეთში საბაკალავრო საფეხურზე.
2024 წელს სოფიომ კლინიკური ფსიქოლოგიის სტაჟირება გაიარა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში „სახლი“.
ცენტრში დასაქმებამდე, მან გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი (ტრენინგი) და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკპორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგისპროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.