სოფო შავაძე
ქცევითი თერაპევტი
ფსიქოლოგიის ბაკალავრი
სოფო შავაძემ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში ქცევით თერაპევტად მუშაობა დაიწყო 2024 წელს. ქცევის გამოყენებითი ანალიზით იგი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან დაინტერესდა.
სოფომ წარმატებით გაიარა 2024 წელს სასერთიფიკატო ტრენინგი ,,ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი’’ (IBT), ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან დაიწყო სტაჟირება ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე და სრული პრაქტიკული მომზადების შემდეგ დასაქმდა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში.
2021 წელს სოფომ დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „აუტიზმის მქონე ბავშვების კომუნიკაციის უნარების განვითარება ქცევითი ინტერვენციების მეშვეობით“, სადაც გააანალიზა ქცევითი ინტერვენციების გავლენა კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაზე. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო verbal behavior-ის, imitation training-ისა და reinforcement-ის მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის მეტყველებისა და სოციალური ურთიერთქმედების ჩამოყალიბებას. კვლევამ აჩვენა, რომ სისტემატური ქცევითი ჩარევა და სტრუქტურირებული სწავლება მნიშვნელოვნად ზრდის აუტიზმის მქონე ბავშვების კომუნიკაციურ და სოციალური ადაპტაციის უნარს.
2024 წლიდან სოფო არის ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი.