ლიანა გორაძე
აკადემიური თერაპევტი
ფსიქოლოგიის მაგისტრი
ლიანა გორაძემ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში აკადემიურ თერაპევტად დაიწყო მუშაობა 2024 წელს. მისი ინტერესი აკადემიური თერაპიის მიმართულებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაიარა პრაქტიკული საათები ამავე დაწესებულებაში.
ლიანა გორაძემ 2022 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. 2020 წლიდან გადიოდა საუნივერსიტეტო პრაქტიკებს ბათუმის N31-ე საჯარო ბაღში, ასევე ბათუმის N26-ე საჯარო სკოლაში.
2024 წელს მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა.
2024 წელს ლიანამ გაიარა სასერთიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში IBT (45 საათი). ამავე წლის ოქტომბერში მან გაიარა სტაჟირება (300 საათი) მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში აკადემიური თერაპევტის პოზიციის დასაკავებლად.