პერსონალი

სალომე ჭყონია

ენისა და მეტყველების თერაპევტი

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი

სალომე ჭყონია მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში მუშაობს 2024 წლიდან.

სალომეს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018–2022) და მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიაში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022–2024).

სალომეს პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კვლევით, ისე კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას. 

2025 წლიდან ის ჩართულია ენობრივი განვითარების დარღვევის (DLD) მიმართულების კვლევაში, რაც მისთვის მნიშვნელოვანია როგორც თერაპიული პრაქტიკის, ისე მეცნიერული ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით. 

2025 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციაში (სემთა) კოორდინატორის პოზიციაზე, სადაც მონაწილეობს პროფესიული სტანდარტების განვითარებასა და თემის გაძლიერების ინიციატივებში. ამავე დროს გახლავთ ამ ასოციაციის წევრიც. 

2024 წლიდან ასევე მუშაობს „კომუნიკატორი - ენისა და მეტყველების თერაპიის ცენტრში“ - კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

2022-2024 წლებში მუშაობდა ბავშვთა ნევროლოგიურ კლინიკაში „ვალეო“-ში.

2022-2023 წლებში იგი იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის ასისტენტი თბილისის №172 საჯარო სკოლაში, სადაც ყოველდღიურად თანამშრომლობდა პედაგოგებთან და მშობლებთან ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. 

2021-2022 წლებში ის სტაჟიორად მუშაობდა მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით. 

2021-2023 წლებში იყო მოხალისე ასოციაცია „MAC Georgia“-ს პროექტში „მესტუმრე“.

სალომეს გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები: „ქცევის მართვა“ (MAC Georgia), „განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები“ (MAC Georgia), „სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სახალისო აქტივობები“ (MAC Georgia). ასევე, მან გაიარა LSCI (Life Space Crisis Intervention) ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს კრიზისულ სიტუაციებში ბავშვებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მხარდაჭერას.