ნინო თეთვაძე
ენისა და მეტყველების თერაპევტი
ენისა და მეტყველების თერაპევტი
სპეციალური განათლების სპეციალისტი;
ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი.
ნინო თეთვაძე გამაში მუშაობს ენისა და მეტყველების სპეციალისტად 2025 წლიდან.
ნინოს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ინკლუზიურ განათლებასა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობაში. 2019 წლიდან მუშაობს თბილისის N202 საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად, ასევე თანამშრომლობდა სხვა საჯარო სკოლებთან და სოციალური პროექტების ფარგლებში ხელმძღვანელობდა ინკლუზიურ საგანმანათლებლო აქტივობებს. მონაწილეობდა პროექტებში: (1) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) CCESS-ის პროექტი; (2) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ორგანიზაციის „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ პროექტში: “საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ინკლუზიური ხელოვნებისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“; (3) ინკლუზიური ბანაკი “მე კარგად შენ?”. ყველა ეს პროექტი მიმართული იყო ბავშვთა რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის მხარდაჭერისკენ.
ნინოს აქვს გავლილი შემდეგი ტრენინგები: ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური კურსი (საქართველოს ბავშვები); სპეციალური მასწავლებლის შესავალი კურსი (მასწავლებელთა სახლი); უსინათლო მოსწავლის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები (მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).