ლიზი ნაკაშიძე
ქცევითი თერაპევტი
ფსიქოლოგიის ბაკალავრი
ლიზი ნაკაშიძემ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში ქცევით თერაპევტად მუშაობა დაიწყო 2025 წლის სექტემბერში.
2021 წელს იგი ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე. ის ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესდა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.
სწავლის პარალელურად, ლიზიმ 2025 წელს გაიარა სასერტიფიკატო კურსი „შესავალი ქცევის გამოყენებით ანალიზში“ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში. იმავე წლის ივნისში მან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში დაიწყო სტაჟირება ქცევითი თერაპევტის პოზიციისთვის.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ლიზიმ წარმატებით ჩააბარა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.