პერსონალი

ანა ქვარცხავა

აკადემიური თერაპევტი

ფსიქოლოგიის ბაკალავრი

ანა ქვარცხავა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში აკადემიურ თერაპევტად მუშაობს 2025 წლიდან. აკადემიური თერაპიისადმი დაინტერესება მას სწორედ ამ ცენტრში, 75-საათიანი საუნივერსიტეტო პრაქტიკის გავლის შემდეგ გაუჩნდა.

ანამ 2020 წელს ჩააბარა ევროპის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე. სწავლის პერიოდში მან გაიარა ორი საუნივერსიტეტო პრაქტიკა: 2023 წელს – მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში (75 სთ); 2024 წელს – საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციაში (75 სთ). პრაქტიკის ფარგლებში, ანა გაეცნო სხვადასხვა თერაპიულ მიდგომებს.

2024 წელს ანამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „მწვანე შუქი” და გაიარა სტაჟირება აუტისტური სპექტრის მქონე პირებთან სოციალური თერაპიის მიმართულებით. 

ანას გავლილი აქვს ქცევის გამოყენებითი ანალიზის სასერტიფიკატო კურსი. ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გასაღრმავებლად, მან გაიარა სტაჟირება (300 სთ) მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში აკადემიური თერაპევტის პოზიციისთვის.