ნინო მიროტაძე
აკადემიური თერაპევტი
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის მაგისტრანტი
ნინო 2025 წლის ოქტომბრიდან მუშაობს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში აკადემიური თერაპევტის პოზიციაზე.
ბაკალავრის ხარისხი ნინომ მოიპოვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ამჟამად არის საქართველოს უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრანტი. მისი კვლევითი ინტერესის სფერო არის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიური დისტრესი და თვითეფექტურობა.
ნინო 2021-2022 წლებში მუშაობდა აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღში ფსიქოლოგის პოზიციაზე. 2023-2024 წლებში კი - რეაბილიტაციის ცენტრში ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.
ნინოს გავლილის აქვს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით: ქცევის გამოყენებითი ანალიზი; გადამზადების კურსი ბავშვებსა და მოზარდებთან მომუშავე ფსიქოლოგი ტრენერებისათვის; განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები. 2025 წლის 8 ნოემბერს დაესწრო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების კონფერენციას.