სოფიკო კოზმანაშვილი
აკადემიური თერაპევტი
ფსიქოლოგიის ბაკალავრი
სოფიკო კოზმანაშვილი ნეიროგანვითარების დარღვევების სფეროში მუშაობს 2019 წლიდან. მან 2019 წლის ივლისში მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში გაიარა „ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი“; ხოლო 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე მუშაობს გამმას აკადემიურ თერაპევტად.
2020 წლის მან გაიარა მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის ტრენინგები: იანვარში - განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები; ხოლო თებერვალში - ქცევის მართვა.
2020 წლის დეკემბერში კი - ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემიის (Caritas Czech Republic-ის მხარდაჭრილ) ონლაინ ტრენინგს: „ აუტიზმის სპექტრის აშლილობების ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა“.
2021 წლის იანვარში - „ასოციაცია ფსიქოლოგები მართლმსაჯულებისთვის“ ტრენინგი: ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტაციის ძირითადი საკითხები.