პერსონალი

მარიამ მაჭარაძე

ქცევითი თერაპევტი

ფსიქოლოგიის ბაკალავრი

მარიამ მაჭარაძემ  მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში ქცევით თერაპევტად მუშაობა დაიწყო 2024 წელს.  ქცევის გამოყენებითი ანალიზით იგი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან დაინტერესდა. 

მან 2020 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2023-2024 წლებში ის მუშაობდა სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან. 

2024 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან  წარმატებით ჩააბარა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

2024  წელს  მარიამმა წარმატებით გაიარა სასერთიფიკატო ტრენინგი ,,ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი’’ (IBT). ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან დაიწყო სტაჟირება ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე, რის შემდეგაც სრული პრაქტიკული მომზადების შემდეგ დასაქმდა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში. 

2024-2025 წელს მარიამმა წარმატებით გაიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ -პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.

მარიამმა, 2025 წლის სექტემბერში ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე.