პერსონალი

ანი კახელაშვილი

ქცევითი თერაპევტი

ფსიქოლოგიის ბაკალავრი

ანი კახელაშვილი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში გამმა მუშაობს  ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე 2024 წლიდან.

2022 წლიდან 2024 წლამდე ის მუშაობდა მეტყველების განვითარების და სოციალური ადაპტაციის ცენტრში „უნიკუმი“, აკადემიური თერაპევტის პოზიციაზე. „უნიკუმში“ მუშაობის პერიოდში ანი დაინტერესდა ქცევის გამოყენებითი ანალიზით (Applied Behavior Analysis, ABA) და გაიარა შესაბამისი პრაქტიკული კურსი.

2022 წელს ანი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრი.

2024 წელს ანიმ გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური სასერთიფიკატო კურსი (IBT). იმავე წელს, ივლისიდან, მან გაიარა 100-საათიანი სტაჟირება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში გამმა, ქცევითი თერაპევტის პოზიციისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განსავითარებლად.

2025 წელს ანიმ წარმატებით დაასრულა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (North Carolina University)ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (FPG Child Development Institute) ონლაინ სასერთიფიკატო პროგრამა: Autism Focused Intervention Resources & Modules (AFIRM Module).