პერსონალი

ანა ნიკურაძე

ქცევითი თერაპევტი

ფსიქოლოგიის ბაკალავრი

2024 წელს ანა ნიკურაძემ მუშაობა დაიწყო მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში ქცევით თერაპევტად. 2023 წელს, დაინტერესდა  ქცევის გამოყენებითი ანალიზით, როდესაც გადიოდა საუნივერსიტეტო პრაქტიკებს ამავე ცენტრში და 2024 წელს გაიარა სასერთიფიკატო საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში (IBT). 

2024 წლის მარტიდან გადიოდა საუნივერსიტეტო პრაქტიკას (თბილისის N31-ე საჯარო სკოლაში) სპეც. მასწავლებლის პოზიციაზე, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან  გაიარა 300 საათიანი სტაჟირება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ  გამმაში ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე და  დასაქმდა ამავე ცენტრში ქცევით თერაპევტად.  

2024-2025 წელს მან წარმატებით გაიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუსის (UNC) სასერთიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resources & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას. 

ანამ 2020 წელს ჩააბარა ევროპის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის განხრით (ბაკალავრიატი).

2025 წელის ივლისში მან წარმატებით ჩააბარა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.