თეონა ქარუმიძე
ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი
ფსიქოლოგიის მაგისტრი
2024 წლის ნოემბრიდან თეონა ქარუმიძე შეუერთდა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „გამმას“ გუნდს, ქცევითი თერაპიის სუპერვიზორის პოზიციაზე.
თეონა ქარუმიძე არის ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი, რომელსაც აქვს 15 წლიანი გამოცდილება ქცევით თერაპიაში და განვითარების სირთულეების მქონე ბავშვებთან მუშაობის ფართო პრაქტიკა.
2010 წელს თეონას მიენიჭა გამოყენებითი ფსიქოლოგიის ბაკალავრის სტატუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო 2013 წელს, მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2010-2015 წლებში თეონა მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ წმ. გიორგის აუტიზმის ცენტრში ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.
2015 წლიდან იგი არის ამერიკული ბორდის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ქცევითი ტექნიკოსი (RBT-16-1823).
2015-2023 წლებში მუშაობდა ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ქცევითი თერაპიის ქეის-მენეჯერის და აბილიტაციის პროგრამის ფსიქოლოგის პოზიციებზე.
ამავე პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ინსტიტუტის ტრენინგ ცენტრის საქმიანობაში, ტრენერის სტატუსით.
თეონა აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების პროგრამებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში.
2011-2015 წლებში იყო საქართველოს აუტიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) პირველი ნაკადის მონაწილე. ტრენინგებს ხელმძღვანელობდნენ ამერიკელი პროფესორები, და მოიცავდა ვერბალური ქცევის, ქცევის ფუნქციური შეფასების, VB-MAPP (Verbal Behavior–Milestones Assessment and Placement) და ABLLS-R (Assessment of Basic Language and Learning Skills – Revised) მოდულებს.
2025 წელს გაიარა საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული, პროფესორ გ. ჰენლის ვორქშოფი: A Training on Practical Functional Assessment and Skill-Based Treatment for Behavior Technicians, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ ფუნქციურ შეფასებისა და უნარებზე დაფუძნებული ინტერვენციების შესახებ ინფორმაციას.
ასევე, თეონამ გავლილი აქვს ტრენინგები შემდეგ თემებზე:
- ადრეული ასაკის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების ხელშეწყობა
- სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია
- კრიზისული ინტერვენციების მართვა
თეონა ასევე არის სერტიფიცირებული არტ-თერაპევტი.
მას დასრულებული აქვს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) სასერტიფიკატო კურსის შვიდი მოდული და გავლილი აქვს 3000 საათზე მეტი სუპერვიზირებული პრაქტიკა.