ნინო ნიკოლეიშვილი
დენვერის ადრეული ჩარევის სერვისის ხელმძღვანელი
დენვერის ადრეული ჩარევის სერვისის ხელმძღვანელი
განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი
ნინო ნიკოლეიშვილმა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში დენვერის ადრეული ჩარევის სერვისის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობა დაიწყო 2024 წელს.
ნინო ფლობს დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის სპეციალისტის საერთაშორისო სერთიფიკატს. ის ხელმძღვანელობს დენვერის ადრეული ჩარევის სპეციალისტთა გუნდს, რის ფარგლებშიც შეიმუშავებს ბავშვებისათვის განმავითარებელ სასწავლო გეგმებს, სუპერვიზიას უწევს თერაპიულ სესიებს და აქვს მშობლებთან/ბავშვის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია.
ნინომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წელს დაასრულა განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრატურა, 2014 წელს კი - გამოყენებითი ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი.
ნინოს პროფესიული საქმიანობა ბავშვებთან და მოზარდებთან დაიწყო 2014 წელს და აერთიანებს: დღის ცენტრისა და შინ მოვლის პროგრამების ფსიქოლოგის, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორის, ქცევითი თერაპიის ტექნიკოსის, დენვერის ადრეული ჩარევის სერვისის თერაპევტის, საჯარო სკოლებში ქცევის მართვის კონსულტანტის - გამოცდილებებს.
2019 წლიდან საქმიანობა გააგრძელა ინკლუზიური განათლების მიმართულებით - არასამთარობო ორგანიზაციაში „საქართველოს კარიტასი“, ინკლუზიური განალთლების ხელშეწყობის პროგრამის ფსიქოლოგის პოზიციაზე.
2021 წლიდან 2024 წლამდე საქართველოს განათლების სამინისტროსა და „მასწავლებლის სახლის“ პროგრამების ფარგლებში, დასაქმებული იყო ინკლუზიური განათლების პროგრამის კოორდინატორის და ინტეგრირებული კლასების ფუნქციონირების ექსპერტის პოზიციებზე.
დამატებით, 2024 წლიდან ბავშვთა განმავითარებელ ცენტრებში მუშაობს აკადემიური უნარების თერაპიის სერვისის სუპერვიზორის პოზიციაზეც.
2023 წელს თანავტორობით გამოცემული აქვს განმავითარებელი აქტივობების კრებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებთან მუშაობისთვის, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://inclusion.ge/. 2019 წლიდან საქმიანობს როგორც ტრენერი - სხვადასხვა ორგანიზაციებში.
პრაქტიკის ფარგლებში განხორციელებული აქვს კვლევები: „მოსწავლეთა მოხალისეობრივი პრაქტიკის სარგებელი და პროფესიული ორიენტაცია“ (2022) , „მშობლობის პრაქტიკა ადრეული განვითარების ბავშვებთან - საქართველოს რეგიონებში“ (2020).