
მედეა ზირაქაშვილი
კლინიკური დირექტორი
მედიცინის დოქტორი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და ნევროლოგი.
გამმას კლინიკური დირექტორი.
მედეა ზირაქაშვილი მუშაობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრად 2012 წლიდან, ხოლო მანამდე გავლილი ჰქონდა სპეციალიზაცია ბავშვთა ნევროლოგიაში მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში.
2008 წელს „ჩვილი იესოს სახელობის რომის პედიატრიულ კლინიკაში“ (იტალია) გაიარა სტაჟირება და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი, ნეიროფსიქიატრიულ განყოფილებაში, პროფესორ სტეფანო ვიკარის სუპერვიზიით.
2008-10 წლებში მკვლევარის ასისტენტის რანგში იყო ჩართული პირველ პილოტურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა საქართველოში და დაიდო პირველი მიახლოებითი სტატისტიკა აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობის შესახებ საქართველოში.
ის არის პირველი ფსიქოდიაგნოსტიკოსი საქართველოში, რომელმაცც 2010 წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქ კემბრიჯში აიღო ოფიციალური ლიცენზია აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სქემის (ADOS) ოთხივე მოდულის გამოყენებაზე კლინიკურ პრაქტიკაში. 2020 წელს კი - იგივე ტესტის განახლებული ვერსიის (ADOS-2) ჩატარების ლიცენზია აშშ-ში, კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნვერსიტეტში, ამავე ტესტის ერთერთი ავტორის პროფესორ სომერ ბიშოფის ხელმძღვანელობით.
მედეა ზირაქაშვილი, 2009 წლიდან ჩართულია სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში, რაც ხელს უწყობს ნეიროგანვითარებითი დარღვევების და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ცნობადობის ამაღლებას, კვლევის და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვას. მისი მონაწილეობით ჩატარებული კვლევები დაედო საფუძვლად ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებას და ვალიდაციას, როგორიცაა:
- 60 თვის ასაკამდე ბავშვის განვითარების სკრინინგული ტესტი, ასაკებისა და ეტაპების კითხვარის (Ages and Stages Questionnaires, 3rd edition, ASQ-3) ადაპტაცია და ნორმირება, Journal of Child and Family Studies, 27(3), 739-749, 2018.
- რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „აუტიზმის პრევალენტობა, კლინიკური ნიშნები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ფარგლებში ითარგმნა, ადაპტირდა და ვალიდაცია ჩაუტარდა 2 სკრინინგულ ინსტრუმენტს, 2022 წელს აუტიზმის სპექტრის სკრინინგულ კითხვარს (Autism Spectrum Screening Questionnaire, ASSQ) და 2023 წელს ძლიერი და სუსტი მხარეების კითხარს (Strength and Difficulties Questionnaire, SDQ), რაც დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალებშიც.
20017-22 წლებში იყო მოწვეული ექსპერტი აუტიზმის სერვისების გაუმჯობესების პროექტში, რომელსაც ახორცილებდა ჩეხეთის კარიტასი საქართველოში. 2017 წელს კოლეგებთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო „რა არის აუტიზმი?“ (ISBN 978-9941-27- 599-9).
2020 წელს დარგის სხვა ექსპერტებთან ერთად ჩართული იყო აუტიზმის მქონე პირების სერვისების სტანდარტის შექმნაში, რაც დამტკიცებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
2015 წლიდან არის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ერთ-ერთი დამფუძნებელი, თანამედროვე კვლევითი ინსტრუმენტების, თერაპიული სერვისების მიწოდების და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების დანერგვის და გამოყენების ინიციატორი.
2024 წლიდან მეხიკოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან (აშშ) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გამმა ნერგავს ECHO მოდელს და მედეა არის საქართველოს HUB-ის აქტიური წევრი. პროექტი ფარავს 50 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას. მოდელის დანერგვის მიზანია ოჯახის ექიმების გაძლიერება, განვითარების პრობლემების, მათ შორის აუტიზმის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების ადრეული ამოცნობა და სახელმწიფო სერვისებში რეფერალი.
2023 წლის მაისში მედეა ზირაქაშვილმა ილიას უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ აუტიზმის ეპიდემიოლოგია და გამოსავლის პრედიქტორები საქართველოში“ (ინგლისურენოვანი პროგრამა) და მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ის, როგორც მიწვეული ლექტორი, კითხულობს ლექციებს ილიას უნივერსიტეტსა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში.