პერსონალი

ბესო ჭიღვარია

განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

 

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი,  

ფსოქოთერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

ბესო ჭიღვარია მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში მუშაობს  2018 წლიდან. ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებათა ფაკულტეტის ბაკალავრი (2006-2010) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის პროგრამის მაგისტრი (2011-2013). 

 

2018 წელს მან გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური თეორიული და პრაქტიკული კურსი და ამავე პერიოდიდან 2022 წლამდე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში მუშაობდა ქცევითი თერაპევტის (ტექნიკოსის) პოზიცაზე.

 

2018-2023 წლები სწავლობდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების, EABCT-ის მიერ აკრედიტირებული დიპლომის შემდგომი სასწავლო პროგრამა კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში. 2020 წლიდან არის საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ნამდვილი წევრი.

 

2021 წლიდან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში დასაქმებულია ფსიქოთერაპევტის  და ამავე წლიდან ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამ პერიოდში მისი ლიდერობით ცენტრში დაინერგა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მშობლით გაშუალებული თერაპია ისეთი სირთულეების  ფსიქოთერაპიული მართვისთვის, როგორიცაა - შფოთვა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ოპოზიციურ გამომწვევი ქცევითი აშლილობა.

 

2024 წლიდან ბესო ასევე ხელმძღვანელობს განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. ის არის დიაგნოსტიკური მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, რის ფარგლებშიც, 2022 წლიდან აფასებს ბავშვებსა და მოზარდებს. 

 

2023 წლიდან ჩართულია მენტორის პოზიციაზე შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის“ და ჩვენი ცენტრის ერთობლივ პროექტში: კომუნიკაციის უნარები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტებში.