პერსონალი

ია ლომინაშვილი

ქცევითი თერაპევტი, სუპერვიზორი, ქცევითი თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი

 

ფსიქოლოგიის მაგისტრი 

ქცევითი თერაპევტი, სუპერვიზორი, ქცევითი თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი

 

ია ლომინაშვილი 2018 წლიდან მუშაობს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში, სადაც საწყის ეტაზე ქცევითი თერაპევტის (ტექნიკოსის) მოვალეობას ასრულებდა. მანამდე, 2014-2018 წლებში იყო საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, სადაც ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესდა.

 

2018 წელს, ჩვენ ცენტრში დასაქმებამდე, გაიარა როგორც ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი (ტრენინგი), ასევე, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან,  მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.

 

2021 წელს მან გაიარა გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრის ტრენინგი - ,,ბავშვის ვერბალური უნარების შეფასება და განმავითარებელი პროგრამების შედგენა”  რაც მოიცავდა ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასების და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტის VB-MAPP  (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program) გამოყენებას, ბავშვის განვითარების შეფასებასა და შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით  ინდივიდუალური  განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას. 

 

2022 წლიდან კი გახდა ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი. 2021-2023 წლებში გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის 7 მოდულიანი სასერტიფიკატო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტშიდა ამჟამად ემზადება ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის.

 

2023 წელს დაესწრო აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის კვირეულს თემაზე: „რაო რაო? - მე შემიძლია კომუნიკაცია“. რაც გულისხმობდა უცხოელი სპეციალისტების მიერ წარმართულ ვორქშოპში მონაწილეობას, სადაც განხილული იყო კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები და მათი გამოყენება კომუნიკაციის სხვადასხვა ტიპის სირთულის მქონე პირებთან. 

 

2023-2024 წლებში ია, როგორც ტრენერი მონაწილეობდა შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯის“ მიერ ორგანიზებულ პროექტში - „კომუნიკაციის უნარები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები შშმ და აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტებში“. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე პირების ეფექტური სამედიცინო მომსახურეობის მიღებას, სამედიცინო პერსონალის დატრენინგებასა და აღნიშნულ საკითხზე ინფორმირების ამაღლებას.

 

2024 წლიდან კი ჩართულია საქართველოში ECHO მოდელის დანერგვაში (როგორც საქართველოს ECHO ჰაბის წევრი), რომლის ფარგლებშიც ხდება 50-მდე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების ოჯახის ექიმის გაძლიერება განვითარების პრობლემების, მათ შორის აუტიზმის ადრეულ ამოცნობასა და სახელწიფო სერვისებში რეფერირებაში. პროექტის მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის კარიტასი საქართველოში. 

 

2023 წლიდან არის ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის წევრი.