პერსონალი

ელენე გურგენიძე

ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი

 

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. 

 ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი 

 

ელენე გურგენიძე 2012 წლიდან მუშაობს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის მიმართულებით. მან 2012 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის საფეხური,  2015 წელს კი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა აღზრდის სტილის გამოყენებასა და დაძლევის სტრატეგიებს მშობლებში. 

 

ელენე  2012–2015 წლებში მუშაობდა ნეირგოგანვითარების ცენტრში, ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე, ხოლო გამმას დაარსების დღიდან მუშაობს გამმაში, სადაც 2015-17 წლებში იყო დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი, ხოლო 2017 წლიდან არის ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი. ამავე დროს ის არის გამმას მულტიდისციპლინარული სადიაგნოსტიკო გუნდის წევრი.

 

ელენე არის მრავალი სხვადასხვა ტრენინგის და კონფერენციის მონაწილე. გაიარა ტრენინგი: რობერტ შრამი, „მოტივაცია და განმტკიცება“(2017); “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის და საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია“, ტრენინგ კურსი თემაზე: „ტრენერთა ტრენინგი ბავშვთა ადრეულ ასაკში პოზიტიური  ქცევის მხარდაჭერის მეთოდები“ (2017) ; ,,ქცევის გამოყენებითი ანალიზი’’ მადონა ბონნი, MS.ED, BCBA,LBA (2018); ასევე 2018 წელს, ელენე მონაწილეობდა დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტირებული პროგრამა Nრს-C541- „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის შეფასებისა და მართვის პრინციპები“;  2019–2020 წლებში ელენე დაესწრო  – EACD2019 – EACD2020 საერთაშორისო კონფერენციებს. 2020 წელს ელენე მონაწილეობდა ტრენინგში  - ბავშვთა ასაკის  შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია, აუტიზმის სპექტრის აშლილობების ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა;

 

2021 წელს, ელენე ჩართული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში პროექტიში „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება“ რაჭის რეგიონში, ქცევითი თერაპიის სუპერვიზორის პოზიციაზე. 

 

2019 წლიდან ელენე არის ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის სრული წევრი, 2023 წლიდან -  ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის წევრი. 

 

2019–2021 წლებში ელენემ გაიარა  ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასი“ საქართველოში და ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული „ქცევის გამოყენებული ანალიზის სასერთიფიკატო კურსის“ 7 მოდული და  სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის 3000 საათი, ამ ეტაპზე ელენე ემზადება ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდისთვის.